სფფ-ის სამუშაო ვიზიტი სამეგრელოში
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე და ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების ხელმძღვანელი გია გეგუჩაძე სამუშაო ვიზიტით სამეგრელოს რეგიონს ესტუმრნენ. ფედერაციის წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიასთან და ასევე რეგიონში არსებულ საფეხბურთო სკოლების მწვრთნელებთან.
განსახილველ საკითხთა შორის იყო ზუგდიდში მშენებარე თანამედროვე სტანდარტის სტადიონი, ასევე განმუხურის მოედანთან არსებული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, საფეხბურთო აკადემიის შექმნის აუცილებლობა და ბავშვთა ფეხბურთში დაგეგმილი სიახლეები. სტუმრებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია და უახლოეს მომავალში განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში მხარდაჭერა აღუთქვეს მათ.
სფფ-ის პრესსამსახური