სფფ–ის საფეხბურთო აკადემიას ბორის პაიჭაძის სახელი ეწოდა – ლეგენდარული ფეხბურთელის 100 წლის იუბილე

თარიღი: თებერვალი 4, 2015

დღეს, ქართულმა საფეხბურთო ოჯახმა ლეგენდარული ბორის პაიჭაძის 100 წლის იუბილე იზეიმა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საგანგებო ღონისძებები დაგეგმა და ბორის პაიჭაძის სახელს რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე დაუკავშირა.

ამ დღის აღნიშვნა რუსთავში დაიწყო, სფფ–ის საფეხბურთო აკადემიის მშენებარე კომპლექსში. ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, აკადემიას ბორის პაიჭაძის სახელი ეწოდა. ფედერაციის პრეზიდენტმა და რუსთავის მერმა მემორიალური დაფა გახსნეს, რომელიც ამიერიდან ყველას აუწყებს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო აკადემია ლეგენდარული ბორის პაიჭაძის სახელს ატარებს.

ღონისძებას უამრავი სტუმარი ესწრებოდა: სფფ–ის ხელმძღვანელები, აკადემიის კურატორი უეფადან – ჟან–ფრანსუა დომერგი, ქალაქ რუსთავის მერი – დავით ჯიქია, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი – კახა ცხადაძე, ვეტერანი ფეხბურთელები, სფფ–ის საფეხბურთო აკადემიის ფეხბურთელები და მათი მწვრთნელები, ბორის პაიჭაძის ოჯახის წევრები.

შეგახსენებთ, რომ სფფ–ის საფეხბურთო აკადემია უეფას HatTrick-ის პროგრამის ფარგლებში შენდება. რუსთავის შესასვლელში მშენებარე სპორტული კომპლექსი მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება და აკადემიის ფეხბურთელები ახალ სასწავლო წელს, სწორედ, იქ დაიწყებენ. აკადემიას დიდი საცხოვრებელი კორპუსი და ექვსი სტანდარტული მოედანი ექნება. სამი ბუნებრივი საფარით და სამიც – ხელოვნური. აკადემიას ექნება ყველა საჭირო სპორტული აღჭურვილობა – ტრენაჟორების დარბაზები, სამედიცინო ცენტრი, ჩოგბურთის კორტები, კალათბურთის დარბაზი, აუზი… შესაბამისად, სფფ–ის ახალი სპორტული კომპლექსით სარგებლობას სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლებიც შეძლებენ.

ზვიად სიჭინავა (სფფ–ის პრეზიდენტი): „ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის სახელის უკვდავსაყოფად, ფედერაციამ გადაწყვიტა მისი 100 წლის იუბილეზე აკადემიას ბორის პაიჭაძის სახელი უწოდოს. ასეთი მასშტაბის საფეხბურთო აკადემია ჯერ არ აშენებულა და გვინდა, ეს ქართული ფეხბურთის წინსვლის პირველი მერცხალი იყოს.“

დავით ჯიქია (რუსთავის მერი): „ასეთი მასშტაბის პროექტი საქართველოში არ განხორციელებულა და ძალიან მიხარია, რომ ეს რუსთავში ხდება. მოლაპარაკებების პერიოდში, ჩვენ მაგრად ვიბრძოლეთ, რომ ეს პროექტი ჩვენთან წამოგვეღო; შევთავაზეთ ფეხბურთის ფედერაციას მიწა უფასოდ და მხარს ვუჭერთ ამ პროექტს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ქართული ფეხბურთის განვითარებასა და წინსვლაში თავის სიტყვას იტყვის.“

იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში“ გაგრძელდა, სადაც დემიკო ლოლაძისა და ოთარ გაგუას ავტორობით შექმნილი წიგნის – „ბორის პაიჭაძე“ პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა გაიმართა. სწორედ აქ, სფფ–ის გენერალურმა მდივანმა – რევაზ არველაძემ გააჟღერა კიდევ ერთი სიახლე, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით დაინერგება – ბორის პაიჭაძის სახელობის პრიზი. ამიერიდან, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირს, ყველა სეზონის ბოლოს, ფეხბურთის ფედერაციისგან გადაეცემა ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის სახელობის პრიზი.

საფეხბურთო კლუბ „დინამო“ თბილისის ინიციატივით კი, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ უახლოეს მომავალში ლეგებდარული ფორვარდის ძეგლი დაიდგმება.

ბორის პაიჭაძე 1936–1951 წლებში, სწორედ, „დინამო“ თბილისის თავდამსხმელი იყო. 1953–54 წლებში ის გუნდის მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. 1939 და 1940 წლებში, ბორის პაიჭაძე სსრკ–ს ჩემპიონატის ვერცხლის, ხოლო 1936, 1946 და 1947 წლებში კი, ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა. თბილისის „დინამოს“ მაისურით სამჯერ ითამაშა საკავშირო თასის ფინალში. 1944 წელს, ბორის პაიჭაძეს სსრკ–ს სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება მიენიჭა. 1941 წელს  – ღირსების, ხოლო 1957 წელს შრომის წითელი დროშის ორდენით დაჯილდოვდა.

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი 1990 წლის 9 ოქტომბერს, თბილისში გარდაიცვალა. 1991 წელს, ეროვნულ სტადიონს მისი სახელი მიენიჭა. 2001 წლის 26 მარტს კი, სპეციალურმა კომისიამ ბორის პაიჭაძე XX საუკუნის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.

 

სფფ–ის პრესსამსახური



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გაოცებული მამუკა ჯუღელი და Ishowspeed-ის ყეფა მესის გამოცხადებისას (ვიდეო)

ცნობილმა Youtuber-მა Ishowspeed-მა Ballon d’Or-ის დაჯილდოებაზე ერთ-ერთი საუკეთესო სოლო შოუ შექმნა. ერთ-ერთ მომენტში, როცა მესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარა თავისი ძმის ვიდეოს აქვეყნებს – “თორნიკე ხვიჩაზე უკეთესია!”

ხვიჩა კვარაცხელია თავისი პატარა ძმის, თორნიკეს ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თორნიკეს ძალიან მაგარი მომენტებია. ხვიჩას პირველმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ერთი მშიშარა, ნარცისი ბალოტელია, მეორე პროფესიონალი”

იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო დე პაოლამ ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეოას შესახებ ისაუბრა. “კვარა ლეაოზე უკეთესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანები “აიაქსში” არველაძის დანიშვნას ითხოვენ!

ამსტერდამის “აიაქსმა” მორის სტეინი გაათავისუფლა და ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ. “აიაქსის” ფანების ნაწილი გუნდში შოთა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოსიმენი: “კვარაცხელია დიდებული ფეხბურთელია”

“ნაპოლის” ნიგერიელმა ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “კვარაცხელია ჯადოქარია. ჩვენ ერთმანეთთან ბრწყინვა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია შეუჩერებელია! შეასრულააა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ “ვერონას” წინაააღმდეგ დუბლი შეასრულა. ⚽️ 𝐆𝐎𝐀𝐋 | Verona 0-3 Napoli | Kvaratskheliapic.twitter.com/Pz6vgIZZEd — [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვიქტორ ოსიმენის უღირსი საქციელი – რაში ედება ბრალი ნიგერიელს?

ვიქტორ ოსიმენის დის ქმარი, ოსიტა ოკოლო სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და “ნაპოლის” ნიგერიელ ფორვარდს დის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სტეინი იბიცადან არ გიყურებდა?” – ნიდერლანდელი ფანები მიქაუტაძეთი აღრთოვ

ჟორჟ მიქაუტაძის პოკერის შემდეგ ნიდერლანდელი გულშემატკივრები “აიაქსის” მთავარ მწვრთნელს, მორის სტეინს მოუწოდებენ, რომ ქართველი ფორვარდის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება!

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება. გიორგი გველესიანის “პერსეპოლისთან” დაპირისპირების შემდეგ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარსიას კვარაზე 2.5-ჯერ მეტი ხელფასი აქვს – დღეში 8000 ათასი ევრო

იტალიური პრესის ინფორმაციით, “ნაპოლის” პრეზიდენტი დე ლაურენტისი სერიოზულად ფიქრობს რუდი გარსია ოქტომბერში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფედელე: “ლაურენტისის არჩევანმა აღტაცებული დამტოვა”

ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ფედერიკო ფედელემ “ნაპოლის” ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საუკეთესო ამბავი ქართველებისთვის – გარსია და სტეინი…

საქართველოს ეროვნული ნაკრების ორ მთავარ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჟორჟ მიქაუტაძეს ამჟამინდელ მწვრთნელებთან დადებითი ურთიერთობა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს პირადად მოსთხოვა ხელფასის შემცირება

“ნაპოლის” პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს, პოლონელ პიოტ ზელინსკის ხელფასის შემცირება კიდევ ერთხელ მოსთხოვა. ზელინსკიმ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არაბიძე ისევ არაა, მაგრამ სანდრო არის – სანიოლის განაცხადი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 9 ოქტომბერს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 12 ოქტომბერს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე ახალ გუნდს ჩაიბარებს?

შოთა არველაძემ, შესაძლოა, ერთ წლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო კარიერა განაახლოს და თურქული “სამსუნსფორი” ჩაიბაროს. “სამსუნმა”...
წაკითხვა