სფფ-ის XXIII ყრილობა 21 ივლისს გაიმართება
ორშაბათს, 21 ივლისს, 11:00 საათიდან, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-შისაქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მორიგი XXIII ყრილობა გაიმართება.
დელეგატებისა და ყრილობაზე მომუშავე მედიის რეგისტრაცია დილის10:00 საათიდან დაიწყება. 11 საათიდან კი, ყრილობა მუშაობას შეუდგება.
სფფ-ის XXIII ყრილობის დღის წესრიგი ასეთია:
1. ყრილობის დღის წესრიგის დამტკიცება
2. პრეზიდენტის მოხსენება
3. სფფ-ის წინა, XXII ყრილობის ოქმის დამტკიცება
4. წინა ყრილობიდან სფფ-ის აღმასკომის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში
5. აუდიტის დასკვნის დამტკიცება
6. ფინანსური ანგარიშის დამტკიცება
7. ბიუჯეტის დამტკიცება
8. დამოუკიდებელი აუდიტის დანიშვნა
9. სფფ-ის წევრებისა და აღმასრულებელი კომიტეტის მიერ წარმოდგენილი საკითხების განხილვა
10. სფფ-ის წესდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
მედიისთვის აკრედიტაციები გაიცემა ადგილზე.
სფფ-ის პრესსამსახური