სფფ-ისა და ქომაგების ერთობლივი აქცია დვანში

თარიღი: ოქტომბერი 15, 2013

დღეს, სოფელ დვანში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული სპორტის ქომაგების ერთობლივი აქცია გაიმართა.

აქციის სლოგანი იყო – „გამოექომაგე საქართველოს“. მონაწილეებმა სოფელ დვანში გაბმულ მავთულხლართებთან მდუმარე აქცია მოაწყვეს. შემდეგ კი, სოფლის სტადიონზე გადაინაცვლეს და სიმბოლური საფეხბურთო მატჩი გამართეს.

ამ აქციის ჩატარების იდეა სფფ-ის პრეზიდენტისა და ქომაგების ერთ-ერთი შეხვედრისას გაჩნდა. დვანში თავად ზვიად სიჭინავაც იმყოფებოდა. მგზავრობის ხარჯები და აქციის მონაწილეების სხვადასხვა საჭირო ატრიბუტიკით აღჭურვა ფეხბურთის ფედერაციამ თავის თავზე აიღო. ქომაგებმა კი, გულშემატკივართა მობილიზება მოახდინეს. სასიამოვნოა, რომ მათი ძალისხმევით, დღევანდელ აქციაში რუსთაველი, ქუთაისელი, ზუგდიდელი, გორელი და ლანჩხუთელი ქომაგებიც მონაწილეობდნენ.

საფეხბურთო მატჩის დასრულების შემდეგ კი, აქციის მონაწილეებმა დროშები, ბურთები და მაისურები ადგილობრივ მოსახლეობას საჩუქრად გადასცეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, 6 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-8 ტურის მატჩები, სწორედ, დიცისა და დვანის მოსახლეობის მხარდამჭერი სლოგანით გაიმართა.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ყოველთვის მზადაა გვერდში დაუდგეს ყველა შემოთავაზებას, რომლებიც ამ სოფლებისა და ჩვენი ქვეყნის გვერდში დგომას ეხება. ჩვენი პოზიცია საქართველოს მხარდაჭერაა“, – განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ.

სფფ-ის პრესსამსახური



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გორის “დილა” ბრაზილიელი შემტევით ძლიერდება

გორის “დილა” რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა და მათ შორის, ლუგა გუგეშაშვილმა, ირაკლი ბიძინაშვილმა და დავით მაისაშვილმა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამო თბილისი” ოფიციალურ განცხადებს ავრცელებს

“დინამო თბილისი” ოფიციალურ განცხადებს ავრცელებს ზორან მარუშიჩზე. “დინამო თბილისი” ზორან მარუშიჩის ტრანსფერთან დაკავშირებით სამ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ანანიძე ცუდი ბიჭი არაა, მაგრამ მისნაირი საკმარისად ბევრია” – რუსი მწვრთ

მოსკოვის “სპარტაკის” მთავარი მწვრთნელის ყოფილმა ასისტენტმა დმიტრი ანანკომ, რომელიც “სპარტაკში” ფეხბურთელობისას 11 წელი გამოდიო...
წაკითხვა
ფეხბურთი

წლის აცილება “დინამო თბილისის” ლეგიონერის შესრულებით (ვიდეო)

“დინამო თბილისი” პირველ ამხანაგურ მატჩში მე-2 ლიგაში დაწინაურებულ “სპაერს” ეთამაშება და მეტოქეს 1-0 ამარცხებს. გოლი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არც კორონა, არც ტრავმა, არც ამერიკა – მამარდაშვილს 5 თვეა არ უთამაშია

გუშინ ლა ლიგის 21-ე ტურში “ვალენსიამ” “სევილია” მიიღო და 1-1 ეთამაშა. რამდენიმე დღის წინ “ვალენსიას” […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჰალ სიტიში” ახალი ერა იწყება – შოთას მეგობარმა “ჰალი” იყიდა

“ჰალ სიტის” განცხადების თანახმად, გუნდი ოფიციალურად “აჯუნ მედია ჯგუფმა” იყიდა, რომელიც თურქი მილიარდერის, აჯუნ ილიჯალის [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ანორთოსისი” მაგარ ფორმაშია – ქეცბაიამ ზედიზედ მე-5 მატჩი მოიგო

თემურ ქეცბაიას “ანორთოსისმა” კვიპროსის თასზე “პაფოსი” 3-1 დაამარცხა. პირველი ტაიმი “პაფოსმა” 0-1 მოიგო, მაგრამ მე-...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა ხდება ბათუმის “დინამოში”? კონტრაქტი 31 დეკემბერს დასრულდა

ბათუმის “დინამო” 10 იანვარს შეიკრიბა, 16 იანვარს კი თურქეთში პირველ მოსამზადებელ შეკრებაზე წავიდა, მაგრამ ჯერჯერობით, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრებს “მაკრონი” შემოსავს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური სპონსორი იტალიური კომპანია მაკრონი გახდა. სპორტული ეკიპირების მწარმოებელი ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი საქართვე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი უზბეკეთში ითამაშებს

თბილისის “დინამოს” 28 წლის თავდამსხმელი ზორან მარუშიჩი კარიერას უზბეკურ “ნავბაჰორ ნამანგანში” გააგრძელებს. ორივე მხარემ შეთანხ...
წაკითხვა
ფეხბურთი

თემურ ქეცბაია: “ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, ბურთს არ დაგანახებენ, მაგრამ ეს აღარ არის

ვაგრძელებთ რუბრიკას და ვიხსენებთ საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას ცნობილ და ლეგენდარულ გამონათქვამებს. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის “დინამომ” მეკარე “შუქურაში” გაუშვა

ქობულეთის “შუქურამ” ბათუმის “დინამოს” 19 წლის მეკარე ლუკა ხარატიშვილი დაიმატა. “დინამოში” გიორგი ბეგაშვილის მისვლი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფიფას დაჯილდოება — რომელმა მწვრთნელებმა მიიღეს ხმები საქართველოდან

ფიფას წლის საუკეთესო მწვრთნელის ვინაობა ეროვნული ნაკრებების თავკაცების, კაპიტნებისა და სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგების დაჯამებით [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფიფას დაჯილდოება — რომელმა ფეხბურთელებმა მიიღეს ხმები საქართველოდან

როგორც მოგეხსენებათ, ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელების, კაპიტნებისა და სპორტული ჟურნალისტების [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

საბა, საბა! – 20 ათასი თურქი გულშემატკივარი საბა ლობჟანიძის სახელს სკანდირებდა (ვიდე

საქართველოს ნაკრების შემტევმა თურქეთის სუპერ ლიგაში “გალათასარაის” 2 გოლი გაუტანა და “ჰათაისფორს” “გალასთან” 4-2 მ...
წაკითხვა