სფფ-მ საკლუბო ლიცენზირებაში ექსტრანეტის სისტემა დანერგა

თარიღი: თებერვალი 26, 2016

საკლუბო ლიცენზირებაში მნიშვნელოვანი სიახლეა – სფფ-მ საქართველოში ექსტრანეტის სისტემა დანერგა, რომელიც კლუბებს საშუალებას მისცემს თანამედროვე საინფორმაციო ტექნილოგიების გამოყენებით წარადგინოს სალიცენზიო დოკუმენტაცია თუ სხვა სახის ინფორმაცია. აგრეთვე, უფრო მოქნილი და ოპერატიული გახდება კომუნკაცია ლიცენზირების ადმინისტრაციასა და ექსპერტებთან, რაც გაუადვილებს კლუბებს ლიცენზირების პროცესის გავლას.

24 თებერვალს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედია ცენტრში კლუბებისთვის ტრენინგი-სემინარი ჩატარდა, რომელზეც განიმარტა სისტემის მოხმარების წესები.

ზურაბ ვარამაშვილი („დილას“ ლიცენზირების მენეჯერი):

„მივესალმებით სფფ-ის მიერ დანერგილ ახალ პროექტს ექსტრანეტის შესახებ, რომელსაც ბევრი დადებითი მხარე აქვს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონის კლუბებისათვის, რომ აღარ მოგვიწევს თითოეულ დოკუმენტზე თბილისში ჩამოსვლა და ჩაბარება, რაც დიდ დროს გვართმევს და ამიერიდან პირდაპირ ავტვირთავთ სისტემაში. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია უშუალო კომუნიკაცია თითოეულ ექსპერტთან, რომელსაც შეუძლია ოპერატიულად მოგვცეს შენიშვნა ან რეკომენდაცია ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით“.

პაატა აბულაძე („სიონის“ ლიცენზირების მენეჯერი):

„ექსტრანეტის დანერგვა არის წინ გადადგმული ნაბიჯი ლიცენზირების სისტემაში. ის პირველ რიგში უადვილებს კლუბებს პირდაპირ კომუნიკაციას და სალიცენზიო დოკუმენტაციის მიწოდებას სფფ-თვის, რაც იწვევს როგორც დროის დაზოგვას, ასევე უფრო მობილურად და გამჭირვალედ ხორციელდება დოკუმენტების წარდგენის პროცესი. ექსტრანეტი მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ კლუბების წარმომადგენლები პირდაპირ, ონლაინ რეჟიმში აზუსტებენ მიწოდებული დიკუმენტაციის სისრულეს ექსპერთებთან და ასწორებენ შესაძლო ხარვეზებს“.

მიხეილ აფხაზავა („გაგრას“ ლიცენზირების მენეჯერი):

„ექსტრანეტის სისტემის ამუშავება დადებით მოვლენად და ფეხბურთში მენეჯმენტის განვითარებისთვის წინგადადგმულ ნაბიჯად მიგვაჩნია“.

სალომე ლატარია („ოდიშის“ ლიცენზირების მენეჯერი):

„ჩვენი კლუბის მიზანია მაქსიმალურად ჩავერთოთ სფფ-ს მიერ დანერგილ სიახლეებში და მხარი ავუბათ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც მიმართული იქნება ქართული ფეხბურთის განვითარებისკენ. ვთვლით, რომ ექსტრანეტი პირველ რიგში ხელს შეუწყობს დოკუმენტაციის დროულ წარმოდგენას, დაზოგავს დროს და სხვა დანახარჯებს“.
ბოლოს დავძენთ, რომ სისტემა მომავალში კიდევ უფრო განვითარდება და დაემატება ფუნქციები, რომელიც უფრო კომფორტულ გარემოს შეუქმნის ლიცენზირების პროცესის მონაწილეებს.

სფფ-ს პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გიორგი ქინქლაძე საქართველოში “მანჩესტერ სიტის” აკადემიის გახსნას აპირებს

“მანჩესტერ სიტის” ლეგენდა გიორგი ქინქლაძემ “პირველი არხის” ეთერში ვლადიმერ გუცაევს ესტუმრა და ძალიან საინტერესო ინფორმაციაა [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ქინქლაძე: “სხვანაირად არ შემეძლო, მაგრამ არაფერს ვნანობ”

“მანჩესტერ სიტის” ლეგენდა გიორგი ქინქლაძე “პირველი არხის” გადაცემაში ვლადიმერ გუცაევს ესტუმრა და “მანჩესტერ სიტისთანR...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სამგურალის” ჯოკერი თურქულ შეკრებაზე – სერგო კუხიანიძის 5 გოლი (ვიდეო)

წყალტუბოს “სამგურალი” ეროვნული ლიგა 2-დან ერთადერთი გუნდია, რომელმაც შეკრება თურქეთში გამართა. “სამგურალმა” 4 საკონტროლო მატჩი...
წაკითხვა
ფეხბურთი

“საბურთალომ” და “ტორპედომ” უკრაინელი ფეხბურთელები დაიმატეს

თბილისის “საბურთალომ” უკრაინის ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელი, ოლექსანდრ ბელიაევი დაიმატა. ქუთაისის “ტორპედომ” უკრაინის ასაკობ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუკა ზარანდია “ტობოლში” ითამაშებს

ბელგიური “ზულტე ვარეგემის” ფეხბურთელი ლუკა ზარანდია სეზონის ბოლომდე, იჯარით, ყაზახურ “ტობოლში” ითამაშებს. ქართველმა შემტევმა &...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოგნიენ როლოვიჩი “ურარტუსთვის” იბრძოლებს

თბილისის “საბურთალოს” ყოფილი თავდამსხმელი კარიერას სომხეთში გააგრძელებს. ოგნიენ როლოვიჩი “ურარტუში” გადავიდა, რომელიც სომხეთის...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის “დინამოს” ერთ-ერთი ინვესტორი გარდაიცვალა

ბათუმის “დინამო” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გუნდის სამეთყვალყურეო საბჭოს თავჯდომარის, ჯონი ბაკურიძის გარდაცვალების გამო. მრავალ სხვა [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრეზიდენტის პასუხი: რატომ გაუშვა “საბურთალომ” ცეცაძე?

თბილისის “საბურთალოს” პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გია ცეცაძის გათავისუფლების შესახებ ისაუბრა. “მე მინდა პირდაპირ ვთქვა, რომ [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

“საბურთალოს” ახალი მთავარი მწვრთნელი ცნობილია

თბილისის “საბურთალოს” გია ცეცაძის ასისტენტი, თეიმურაზ შალამბერიძე უხელმძღვანელებს. “პოსტსაბჭოთა ქვეყნებში პრაქტიკულად ვერ ნახავთ ისე...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ჭანტურიამ “საბურთალო” დატოვა

თბილისის “საბურთალო” 1 თვის წინ გუნდში დაბრუნებულმა გიორგი ჭანტურიამ დატოვა. დღეს “საბურთალოს” პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა...
წაკითხვა
ფეხბურთი

საბა ლობჟანიძემ “ფენერბაჰჩეს” გაუტანა (ვიდეო)

თურქეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში საბა ლობჟანიძის “ანკარაგიუჯუ” საკუთარ მოედანზე “ფენერბაჰჩეს” მასპინძლობს. აღსანიშნავია, რომ შე...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველო – ბელარუსის მატჩის ბილეთების ონლაინ რეჟიმში გაყიდვა დაიწყო

უეფას 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალის მატჩის, საქართველო – ბელარუსის, ბილეთების ონლაინ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქართულ ფეხბურთს 30 წელი შეუსრულდა!

დღეს დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთს 30 წელი შეუსრულდა. 1990 წლის 15 თებერვალს, ჭადრაკის სასახლეში გამართულ დამფუძნებელ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ჩაკვეტაძემ ბელგიის ჩემპიონატში საგოლე პასი გააკეთა (ვიდეო)

ბელგიის ჩემპიონატის 26-ე ტურში “გენტი” სტუმრად “ეიპენს” დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:3 გაიმარჯვა. მატჩის 84-ე წუთზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ყვარლის “დურუჯის” საოცარი სტადიონი ინგლისურ გვერდზე (ფოტოები)

“ყვარლის “დურუჯს”, რომელიც საქართველოს მე-5 დივიზიონში გამოდის, სტადიონი ანტიკური კოშკის კედლებში აქვს”, – ასე სათაურით ...
წაკითხვა