სფფ-სა და “ბიბლუსს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

თარიღი: ნოემბერი 16, 2018

17 ნოემბერი, 2018 წელი, 15:00, ბიბლუსი გალერეა (მის: ს. კანდელაკის 7, ჟვანიას მოედანი)- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ბიბლუსს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

მემორანდუმს ხელს მოაწერენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ბიბლუსის დირექტორი ირაკლი გაგნიძე.

შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ბიბლუსი ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ამასთან, წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა პროექტებს ერთობლივად განახორციელებენ.

ბიბლუსსა და ქართული ფეხბურთის მმართველ ორგანოს შორის დაწყებული თანამშრომლობა, აღნიშნული მემორანდუმის გაფორმებით, სისტემატურ და პარტნიორულ ხასიათს შეიძენს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საქართველოში ყველაზე დიდ წიგნის მაღაზიათა ქსელს, უკვე აქვთ ერთობლივი მუშაობის წარმატებული გამოცდილება. ფეხბურთის ფედერაციის უნიკალური პროექტის – აუტიზმის მქონე ბავშვთა კლუბების საზაფხულო ფესტივალი 2018-ის პარტნიორი სწორედ შპს. ბიბლუსი იყო.

ღონისძიება საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელთა მონაწილეობით შედგება. გიორგი ლორია, ნიკა კვეკვესკირი და გიორგი ჩაკვეტაძე ბიბლუსი გალერეაში მისულ სტუმრებს 15:00 საათიდან დაელოდებიან. ფეხბურთელებთან შეხვედრა ყველა მსურველს შეეძლება. გიორგი ჩაკვეტაძე, ნიკა კვეკვესკირი და გიორგი ლორია, ბიბლუსის სტუმრებს სამახსოვრო ბარათებს საკუთარი ავტოგრაფებით გადასცემენ.

სფფ-ის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა – “დინამო ბათუმმა” “საბურთალო” 4-1 გაანადგურა!

ეროვნული ლიგის მე-15 ტურში “დინამო ბათუმმა” “საბურთალო” მიიღო და 4-1 გაანადგურა. ანგარიში მე-6 წუთზე უძლიერესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქართველების “როტორი” პრემიერ ლიგიდან გავარდა

ვოლგოგრადის “როტორმა” დღეს ყაზანის “რუბინთან” 1-1 ითამაშა და რუსეთის პრემიერ ლიგიდან გავარდა. “როტორის” ძირითადში ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ქვილითაია: “ემოციებისგან მთელი ღამე არ მეძინა, ამ ხალხმა ყველაფერი დაიმსახურა

თემურ ქეცბაიას “ანორთოსისმა” კვიპროსის თასის ფინალში ნიქოზიის “ოლიმპიაკოსი” დამატებით დროში 2-1 დაამარცხა და გამარჯვებული გახდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ანორთოსისი” კვიპროსის თასის გამარჯვებულია!

ქართველების “ანორთოსისმა” ნიქოზიის “ოლიმპიაკოსი” კვიპროსის თასის ფინალში 2-1 დაამარცხა და გამარჯვებული გახდა. 4-ვე ქართველი &#...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კარიერა 27 წლის ასაკში დაასრულა

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ლუკას ჰუფნაგელმა კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება 27 წლის ასაკში მიიღო. ამ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“თელავი” გიორგი მიქაძემ ჩაიბარა

საფეხბურთო გუნდ “თელავს” 41 წლის სპეციალისტი, გიორგი მიქაძე გაწვრთნის. “გიორგი მიქაძე 1980 წლის 21 მარტს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯანო ანანიძემ ტრავმა მიიღო

თბილისის “დინამოს” ახალწვეულმა, ჯანო ანანიძემ ტრავმა მიიღო და გაურკვეველი დროით იუქმებს. ჯანომ 8 მაისს სადებიუტო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გურამ კაშია სინოფარმით აიცრა (ფოტო)

თბილისის “ლოკომოტივისა” და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი გურამ კაშია კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა სინოფარმით აიცრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბილეთი 800 ლარად – “ბათუმი არენაზე” ადგილები წამებში იყიდება

16 მაისს ბათუმის “დინამო” ეროვნული ლიგის მე-14 ტურში “საბურთალოს” მიიღებს. ბილეთების გაყიდვა დაწყებულია და უკვე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

40 წელი ისტორიული გამარჯვებიდან – 1981 წლის 13 მაისი!

ზუსტად 40 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის “დინამომ” 1981 წლის 13 მაისს თასების მფლობელთა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვლადიმერ ვაისის ახალი კლუბი ცნობილია

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა სლოვაკეთის საუკეთესო გუნდი, “სლოვან ბრატისლავა” ჩაიბარა. “სლოვანი&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან კუტალია: “ძალიან რთული ღამე გადავიტანეთ”

ისრაელში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელი, ლევან კუტალია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. “ჰაპოელ უმ ალ-ფამის” თავდამსხმელი ისრაელში […...
წაკითხვა