Sport.es: მესი “რეალთან” არ იქნება
არგენტინელი ფეხბურთელი გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებს.
როგორც ესპანური გამოცემა Sport.es იტყობინება, სავარაუდოდ, “ბარსელონას” ათიანი ლიონელ მესი ლა ლიგის მე-12 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, რომელიც მადრიდში, “რეალის” წინააღმდეგ გაიმართება, მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს.
არსებული ინფორმაციით, არგენტინელი ვარსკვლავის დაზიანებულ მუხლზე აღდგენითი პროცესი გართულებების გარეშე, მაგრამ ნელი ტემპით მიმდინარეობს. ტრავმის რეციდივისგან თავის არიდების მიზნით, მოსალოდნელია, რომ ლუის ენრიკე ლეოს განაცხადში შეყვანას არ გარისკავს.
ასევე, აღსანიშნავია, რომ მესის ჯერ ვარჯიშიც არ განუახლებია, ის კვლავ ფიზიოთერაპევტისა და მასაჟისტის ზედამხედველობის ქვეშ რჩება.