სპორტის საერთაშორისო დღე!
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, 10 აპრილს, კვირას, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართება სპორტული ღონისძიებები სლოგანით – იცხოვრე სპორტით!
ღონისძიების ფარგლებში კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრები, მოეწყობა საბავშვო კუთხე და საგამოფენო სივრცე. სპორტული ღონისძიებები დაიწყება 11:00 საათიდან და გაგრძელდება 17:00 საათამდე.
გელით ყველას !!! ბავშვებს, სტუდენტებს, ახალგაზრდებს. თითოეულ სტუმარს საშუალება მიეცემა თავად ჩაერთოს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში – სტრიტბოლი (ქუჩის კალათბურთი); გრეხეტბოლი (სახალისო ქუჩის ფეხბურთი); მეკლდეურობა; ქვიშის ფრენბურთი; კანოე; ხრიდოლი; ქართული ჭიდაობა; კარატე; მკლავჭიდი; ჭადრაკი.
სპორტული ფედერაციების ორგანიზებით მოეწყობა საჩვენებელი გამოსვლები სანახაობები შემდეგ სახეობებში:
1. აღმოსავლური ორთაბრძოლები – უშუ, კარატე, კონტაქტური კარატე
2. ქართული ჭიდაობა
3. ხრიდოლი
4. საცხენოსნო სპორტი
5. ჩერლიდინგი
ასევე საჩვენებელ პროგრამას მაყურებლის წინაშე წარადგენენ შავფაროსნები.
მოეწყობა მინი ტურნირები სპორტის შემდეგ სახეობებში:
1. ფრენბურთი
2. მინი ფეხბურთი
3. ბადმინტონი
4. ველოსპორტი
5. კანოე
6. მეკლდეურობა
7. ქუჩის კალათბურთი
8. ნარდი
9. ჭადრაკი