სპორტის სამინისტრომ 2018 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენები დაასახელა
დღეს, რუსთაველის თეატრში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვერსიით 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი და მინისტრის მოადგილეები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, თბილისის მერი, ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები, ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები, ჟურნალისტები, სპეციალურად მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
საუკეთესოები სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლინდნენ:
2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი – რევაზ დავითაძე
2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობებში – ლევან საგინაშვილი
2018 წლის საუკეთესო მსაჯი – ელისო ბედოშვილი
2018 წლის საუკეთესო ფედერაცია – ჭიდაობის ფედერაცია
2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი – ნინო ოძელაშვილი
2018 წლის საუკეთესო გუნდი – ფეხბურთის ეროვნული ნაკრები
2018 წლის აღიარება – ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია
2018 წლის საუკეთესო მენეჯერი – ლევან კობიაშვილი (ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი)
2018 წლის საუკეთესო მწვრთნელი – გიორგი ასანიძე
2018 წლის საუკეთესო პარასპორტსმენები – ირმა ხეცურიანი, ზვიად გოგოჭური
2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი – ლაშა ტალახაძე
სპეციალური პრიზები:
2017 წელს ნაჩვენები მაღალი სპორტული შედეგები – გიორგი იანტბელიძე
წლის აღმოჩენა – გიორგი ჩაკვეტაძე
საერთაშორისო აღიარება – ზვიად პატარიძე
სპორტულ მედიცინაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი – ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო პერსონალი
საუკეთესო ლეგიონერი – თორნიკე შენგელია
მსოფლიოში საქართველოს პოპულარიზაციისთვის – ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), ზაზა ფაჩულია, ნიკოლოზ ბასილაშვილი
43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის – გიორგი გიორგაძე, ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი
ზამთრის სპორტის სახეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის – მარიამ გიორგობიანი, ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი
2017 წლის საუკეთესო სპორტსმენი – გენო პეტრიაშვილი