სპორტის სამინისტრომ ფეხბურთის განვითარების პროგრამა წარადგინა
სპორტისა და ახალგაზდრობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა წარადგინა.
აღნიშნული პროექტის მიხედვით საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა 10-გუნდიანი უნდა იყოს. ჩემპიონატის მატჩები კი, 4 წრედ უნდა ჩატარდეს, რაც საერთო ჯამში 36 მატჩს გულისხმობს. პროექტის პირვლი ლიგის მხარდაჭერასაც გულისხმობს, რომელიც 16 გუნდიანი ინქება და ორ წრედ ჩატარდება.
პროექტის წელიწადში 30 მილონიან დაფინანსებას გულისხმობს. აქედან 17 მილონი ლარი უმაღლეს ლიგას, 7 მილიონი პირველ ლიგას, ხოლო დარჩენილი 6 მილიონი ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.
ყოველი სეზონის დაწყებამდე თითოეულ გუნდს 500000 ლარი ჩაერიცხება, საქართველოს ჩემპიონი ბონუსის სახით მილიონ ლარს მიიღებს, მეორე ადგილზე გასული 700000 ლარს, ხოლო მე-3 ადგილოსანი – 500000 ლარს. თასის მფლობელი 200000 ლარით დაჯილდოვდება. ფინალისტი კი, 100000-ს მიიღებს. სუპერთასის მფლობელი 100000 ლარს მიიღებს, დამარცხებული გუნდი – 50000-ს. მთლიანობაში საპრიზო ფონდის 9350000 ლარს შეადგენს.
პირველი ლიგის 16 გუნდიდან თითოეული სეზონის წინ 300000 ლარს მიიღებს. ლიგაში პირველ ადგილზე გასული გუნდი დამატებით 300000 ლარით დასაჩუქრდება, ხოლო მეორეადგილოსანი 150000-ს. დანარჩენი გუნდები, გარდა პირველი ლიგიდან გავარდნილებისა თანხებს უმაღლესი ლიგის მსგავსად, სატურნირო ცხრილში დაკავებული პოზიციის მიხედვით მიიღებენ.
პროექტის მიხედვით დაფინანსდება მე-2 ლიგაც, რომელიც სამოყვარულო იქნება. მუნიციპალური ბიუჯეტიდან წელიწადში 60000-80000 ლარია გათვალისწინებული.
აღნიშნული პროექტი ბავშვთა ფეხბურთის განვითარებასაც შეუწყობს ხელს. უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბმა რეგიონის მინიმუმ 3 სკოლაზე უნდა აიღოს მეთვალყურეობა და ჰყავდეს U-13, U-15 და U-17 გუნდები.
პროექტის ძალაში შესვლიდან 2 წლის თავზე, კლუბები ვალდებულები გახდებიან, რომ სახსრები კერძო სექტორიდან მოიძიონ. კომპანიებთან ამ საკითხზე სახელმწიფოც იმუშავებს. მე-5 წელს კი, როდესაც პროექტი დასრულდება, ყველა კლუბი კერძო საკუთრება უნდა გახდეს. თუმცა, სამინისტროში არც პროგრამის მეორედ გაშვებას გამორიცხავენ.
ერთი საინტერესო დეტალიც. 2012-2013 წლებში სახელმწიფომ ფეხბურთში 53,6 მილიონი ლარი დახარჯა. თუმცა, ასეთი ინვესტიციის ქართულ ფეხბურთს არაფერი ეტყობა…