სპორტულ კლუბთა ყველაზე მდიდარი მფლობელები
ამერიკულმა ფინანსურ-ეკონომიკურმა ჟურნალმა “ფორბსმა” სპორტულ კლუბთა ყველაზე მდიდარი მფლობელების ოცეული გამოაქვეყნა. ზედა ათეულში საფეხბურთო სამყაროს სამი წარმომადგენელი მოხვდა. მეოთხე ადგილზე 13,4 მილიარდი აშშ დოლარით “ნიუ იორკ რედ ბულსის” ხელმძღვანელი დიტრიხ მატეშიცი გახლავთ. მეხუთე პოზიცია “ლოს ანჯელეს გალაქსის” მეპატრონე ფილიპ ანშუტცს 12,5 მილიარდი აშშ დოლარით უკავია. მეშვიდე ადგილზეა ლონდონის “ჩელსის” მფლობელი რომან აბრამოვიჩი, რომლის ბიუჯეტიც 9,1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ოცეულში მე-11 პოზიცია უკავია ლონდონის “არსენალის” მფლობელ სტენ კროენკეს, მე-13 ადგილზეა “მილანის” მეპატრონე სილვიო ბერლუსკონი, ხოლო მე-17-ზე “ტოტენჰემ ჰოთსპურის” მფლოობელი ჯო ლიუისი.
რეიტინგის ზედა აეული ასე გმაოიყურება:
1. სტივ ბალმერი – 30 მილიარდი აშშ დოლარი (“კლიპერსი”, კალათბურთი)
2. მუკეშ ამბანი – 23,2 მილიარდი (“მუმბაი ინდიენზი”, კრიკეტი)
3. პოლ ალენი – 19,9 მილიარდი (“სიეტლ სიჰოკსი”, ამერიკული ფეხბურთი; “პორტლენდი”, კალათბურთი)
4. დიტრიხ მატეშიცი – 13,4 მილიარდი (“ნიუ იორკ რედ ბულსი”, ფეხბურთი; “რედ ბულ რეისინგი”, “ტორო როსო”, ავტორბოლა)
5. ფილიპ ანშუტცი – 12,5 მილიარდი (“ლეიკერსი”, კალათბურთი, “ლოს ანჯელეს გალაქსი”, ფეხბურთი)
6. ჰასო პლატნერი – 11,2 მილიარდი (“სან ხოსე შარქსი”, ჰოკეი)
7. რომან აბრამოვიჩი – 9,1 მილიარდი (“ჩელსი”, ფეხბურთი)
8. მიხაილ პროხოროვი – 8,9 მილიარდი (“ბრუკლინი”, კალათბურთი)
9. შაჰიდ ხანი – 8,2 მილიარდი (“ჯექსონვილი”, ამერიკული ფეხბურთი)
10. მიკი არისონი – 8,1 მილიარდი (“მაიამი”, კალათბურთი)