სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია: „ქართული სპორტის დიდი სახეები“

თარიღი: მარტი 25, 2014

დღეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პროექტის – „ქართული სპორტის დიდი სახეები” – პრეზენტაცია გაიმართა.

სჟა-ს ინიციატივით და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დახმარებით, ლეგენდარულ ქართველ სპორტსმენებზე მოკლემეტრაჟიანი ფილმები მომზადდა. სამინისტროში ორი ფილმის – „ბორის პაიჭაძე”, „გივი კარტოზია” – პრეზენტაცია გაიმართა.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. სამწუხაროდ, ძველი წარმატებების ამსახველი კადრები ძალიან ცოტა შემოგვრჩა და მიხარია, რომ ამ ფილმების წყალობით მათ გადარჩენას შევძლებთ. ჩვენი სამინისტრო ყოველთვის მხარს დაუჭერს ასეთ წამოწყებას”, – განაცხადა მინისტრმა ლევან ყიფიანმა.

„ჩვენ სპორტს უამრავი გამორჩეული ათლეტი ახსოვს, რომლებიც თამამად შეიძლება მოვიხსენიოთ მსოფლიო სპორტის ვარსკვლავებად. ამ ფილმებზე ავტორთა ძალიან საინტერესო ჯგუფი მუშაობს, რომლებმაც ზედმიწევნით კარგად იციან თემა. ამიტომაც, შემიძლია ყველა დავარწმუნო, რომ ფილმები ძალიან საინტერესოა და მათი ნახვით ასაკოვანი გულშემატკივრები ძველ, ტკბილ დღეებს გაიხსენებენ, ახალგაზრდა ქომაგები კი ლეგენდარულ სპორტსმენთა კარიერას გაეცნობიან”, – განაცხადა სჟა-ს პრეზიდენტმა გია გორგოძემ.

„ქართული სპორტის დიდი სახეები” 20 ფილმს მოიცავს. ბორის პაიჭაძის და გივი კარტოზიას გარდა, უკვე მზადაა ფილმები ჯემალ ცერცვაძის, ომარ ფხაკაძის, ვიქტორ სანეევის, ნონა გაფრინდაშვილის, ძმები ქორქიების და სხვა ლეგენდარული ქართველი სპორტსმენების შესახებ.

ფილმები ყოველ სამშაბათს სილქტივის სპორტულ არხზე, საღამოს 8 საათზე გავა. დღეს გულშემატკივრები პირველი ფილმს – „ბორის პაიჭაძე” იხილავენ.

სამინისტროს პრესსამსახური



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ლადო დვალიშვილის ჩავარდნილი ტრანსფერები – დიდი თანხები, ნული შედეგი

ბათუმის “დინამოს” სპორტული დირექტორი ლადო დვალიშვილი თავისი უცხოური კავშირებიდან გამომდინარე ლეგიონერებს იმატებს, მაგრამ ტრანსფერების უმეტ...
წაკითხვა
ფეხბურთი

თბილისის “დინამო” 3 ფეხბურთელით გაძლიერდა

თბილისის “დინამო” ევროტურნირების წინ 3 ფეხბურთელით გაძლიერდა. გუნდს იჯარით გაშვებული გიორგი კუცია და დავით კობოური […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“გელოდებით ნაპოლიში ხვიჩა” – იტალიელი ფანები კვარაცხელიას ელიან

ხვიჩა კვარაცხელია ეროვნული ლიგის მე-2 წრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და ამის შესახებ “ნაპოლის” ფანებმაც მალევე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი წიტაიშვილი ულამაზეს შეყვარებულთან ერთად ესპანეთში ისვენებს (ფოტოები)

საქართველოს ეროვნული ნაკრების უნივერსალი ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი შვებულებას ესპანეთში შეყვარებულთან ერთად ატარებს და სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

საოცარი კადრები – მწვრთნელმა მოცურავე სიკვდილს გადაარჩინა

ამერიკელმა პროფესიონალმა მოცურავე ანიტა ალვარესმა ცურვის დროს გონება დაკარგა და მისი გადრჩენა მწვრთნელმა შეძლო. ეს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მამარდაშვილი “ვალენსიასთან” კონტრაქტს 2027 წლამდე გაახანგრძლივებს

blanquinegres გიორგი მამარდაშვილის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ მეკარე “ვალენსიასთან” კონტრაქტს 2027 წლამდე გაახანგრძლივებს....
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრებს რეიტინგში 20 ქულა და მცირე წინსვლა ერგო

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 10 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ერთა ლიგის ჯგუფში 10 ქულით პირველ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რუმინეთში კვირკველიაზე უარს ამბობენ?

ბოლო დროს რუმინეთში მთავარი განსახილველი სატრანსფერო ამბავი სოლომონ კვირკველიას “სტიაუაში” გადასვლაა. აქტიურად იწერება, რომ მხარეები [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

სპალეტისა და გეგუჩაძის საერთო შეთანხმება

იტალიური პრესის ინფორმაციით, იტალიური “ნაპოლი” ლუჩანო სპალეტის ინიციატივით ბათუმის “დინამოს” დაუკავშირდა და მოსთხოვა, ხვიჩა კვ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა და როგორ შეცვალა ჭიაბრიშვილმა “დინამოში” 2 დღეში?

თბილისის “დინამომ” ეროვნული ლიგის გასულ ტურში “გაგრა” 5-0 გაანადგურა. გიორგი ჭიაბრიშვილი გუნდში მხოლოდ რამდენიმე დღის [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

რომელი გუნდშია საქართველოში ყველაზე დიდი ხელფასები?

“რა თქმა უნდა, “რუბინის” დარი ხელფასი ვერ შევთავაზეთ, მაგრამ საქართველოს დონეზე მსგავსი ხელფასი სხვებისთვის უბრალოდ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან კობიაშვილი ქართველ ფეხბურთელებს მიმართავს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ფიფას ახალ გადაწყვეტილებაზე და ქართველ ფეხბურთელებზე ისაუბრა, რომლებიც რუსეთში [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქართველი ფეხბურთელები რუსეთში ბრუნდებიან

ლუკა წულუკიძეს “ურალში” დაბრუნების შემდეგ, რუსეთში კიდევ ერთი ფეხბურთელი დაბრუნდა. როგორც Sportexpress წერს, მოსკოვის “დინამოში̶...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჭიაბრიშვილს “დინამოში” თავისი რჩეული ფეხბურთელი მიჰყავს

თბილისის “დინამო” გიორგი ჭიაბრიშვილმა ჩაიბარა და გუნდთან 2.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. რამდენიმე თვიანი ტრავმის შემდეგ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვატო არველაძე: ბათუმის “დინამო” თუ შოტლანდია?

ჯერჯერობით, შოთა და არჩილ არველაძეების ძმისშვილი და რეზი არველაძის შვილი ვატო არველაძე უგუნდოდ არის “ქარაგუმრუქის” […]...
წაკითხვა