სქოულზი: “პოგბა სისულელეების კეთებას 35 წლის ასაკშიც არ შეწყვეტს”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ნახევარმცველმა, პოლ სქოულზმა, კიდევ ერთხელ გააკრიტიკა პოლ პოგბა არასერიოზული ხასიათის გამო.
“პოგბას ყოველთვის უნდა აქცევდნენ ყურადღებას, მუდმივად აკვირდებოდნენ. ეს ისეთმა ადამიანმა უნდა გააკეთოს, რომელსაც პოგბა დიდ პატივს სცემს და სულ მის გვერდით იქნება.
28 წლისაა, არა? ის უკვე ძალიან გამოცდილი ფეხბურთელია. მაგრამ ის მუდმივად ასეთი იქნება. პოგბა სისულელეების კეთებას 35 წლის ასაკშიც არ შეწყვეტს, ისეთივე ფეხბურთელი იქნება. მას უყვარს იმის დემონსტრირება, თუ რამდენად ძლიერი და ტექნიკურია.
პოგბას შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი კონცენტრაციაა. ის უბრალოდ ოცნებებში დაქრის. “იუვენტუსში” ის გამოცდილ ფეხბურთელებთან, პირლოსთნ, ბუფონთან, კიელინისთან და ბონუჩისთან ერთად თამაშობდა. თანაც იქ მკაცრი მწვრთნელი ჰყავდა და ამიტომაც იყო ასეთი კარგი. მას 35 წლამდე ასეთი მიდგომა დასჭირდება,” – აცხადებს სქოულზი.