სქოულზმა პრემიერ ლიგის 3 საუკეთესო მოთამაშე დაასახელა – სამივე “სიტის” ფეხბურთელია
“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ, პოლ სქოულზმა მოახლოებულ მანჩესტერულ დერბიმდე საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც, პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელების სტატუსს სერხიო აგუერო, კევინ დე ბრუინი და დავიდ სილვა იმსახურებენ.
“ევროპულ ჩემპიონატებს შორის ესანეთის ლიგას გამოვარჩევდი. ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის 1/4-ფინალებში მათ 6 წარმომადგენელი ჰყავდათ, სულ კი 16 გუნდი იყო. კლუბების თითქმის ნახევარი ესპანური იყო. პრემიერ ლიგიდან კი მხოლოდ 2 გუნდი იყო.
ჩემპიონატის დონის ასამაღლებლად რეალური ნაბიჯები უნდა გადადგან. პრემიერ ლიგას არ ყავს საუკეთესო მოთამაშეები, თუ არ ჩავთვლით კუნ აგუეროს, კევინ დე ბრუინსა და დავიდ სილვას. ყველა დანარჩენი სხვა ქვეყნებშია გაფანტული.
საუკეთესო ფეხბურთელები ესპანეთში, “ბაიერნში” ან “იუვენტუსში” თამაშობენ. ჩვენ დიდ ფეხბურთელებთან გვაკავშირებენ – გარეთ ბეილი უმაღლესი დონის ფეხბურთელია – თუმცა მათ გადაბირებას ვერ ვახერხებთ. ვეღარ ვახერხებთ. ლიონელ მესი აქ არასდროს მოვა, ისევე როგორც ნეიმარი.”