სრნა: “ბარსელონაში” ჩემპიონთა ლიგის მოგებას, “შახტართან” ერთად უკრაინის ჩემპიონობა მირჩევნია”

თარიღი: მაისი 1, 2017

ხორვატიის ნაკრებისა და დონეცკის შახტარის კაპიტანმა, დარიო სრნამ წარსულში “ბარსელონაში” მის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა. შემდეგ კი, მის ცხოვრებაში “შახტარის” მნიშვნელობა აღნიშნა.

“ყველამ იცით, ის ხმები, რომელიც “ბარსელონაში” ჩემს გადასვლას უკავშირდებოდა. მაგრამ, ჩემი გული “შახტარს” ეკუთვნის. უკრაინაში ძალიან ბედნიერი ვარ.”

“ამ გუნდში უკვე 14 წელია ვთამაშობ. ჩემს კლუბის ნაწილად კი არა, ერთი დიდი ოჯახის ნაწილად ვთვლი. “ბარსელონაში” ჩემპიონთა ლიგის მოგებას, “შახტართან” ერთად უკრაინის ჩემპიონობა მირჩევნია. ჩემი აწმყო და მომავალი სწორედ ეს გუნდია!” – აცხადებს 35 წლის მოთამაშე.

მსგავსი სიახლეები