სრული ინტერვიუ: გაიგეთ რა თქვა რონალდუმ და რა არა

თარიღი: თებერვალი 28, 2016

კრიშტიანო რონალდუ მადრიდულ დერბიში განცდილმა მარცხმა ძალიან განარისხა, იმდენად, რომ პრესასთან საუბრისას საკუთარი თანაგუნდელების გაკრიტიკებასაც არ მოერიდა.

Cope-სთან ჩაწერილ მატჩისშემდგომ ინტერვიუში რონალდუმ განაცხადა, რომ წარუმატებლობა კლუბის უიღბლობამ გამოიწვია ტრავმირებული ფეხბურთელების მხრივ. მას სხვა ფეხბურთელების შესაძლებლობები კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია.

გთავაზობთ კრიშტიანო რონალდუს სრულ ინტერვიუს:


სრული ინტერვიუ


ჟურნალისტი: დღეს შეიძლება “ატლეტიკოზე” უკეთესები იყავით, თუმცა საბოლოოდ 0-1 წააგეთ.

რონალდუ: “არ ვიცი, შესაძლოა ეს უბრალოდ უიღბლობის ბრალი იყო, თუმცა ჩვენ მეტი შანსი გვქონდა და მოგებასაც ვიმსახურებდით. მაგრამ ფეხბურთი ასეთია. ვიცოდით, რომ ლიგის მოგება რთული იქნებოდა, თუმცა ეს ახლა კიდევ უფრო გართულდა.

მაგრამ ჩვენ მაინც უნდა განვაგრძოთ ბრძოლა. ჩვენ წინ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ტურნირი გველის – ჩემპიონთა ლიგა, სადაც დანებება არ შეიძლება.”

ჟურნალისტი: მადრიდში ცვლილებებზე ძალიან დარდობენ, რა ხდება? პრობლემა მწვრთნელშია თუ დამოკიდებულებაში?

რონალდუ: ” არ მინდა რომელიმე ფეხბურთელი დავაკნინო, თუმცა როცა დიდი ფეხბურთელები გაკლია წარმატებულის მიღწევა ადვილი არ არის.

ჩვენ არ გვყავს კარიმი, არ გვყავს ბეილი, არ გვყავს მარსელო და არც პეპე. რა თქმა უნდა რთულია. არ ვამბობ, რომ ისინი ვინებიც თამაშობდნენ ცუდები იყვნენ, თუმცა საუკეთესოების ყოფნა უმნიშვნელოვანესია.

12794332_1064489866946815_9154809608817091654_n

ალბათ უიღბლობა ლა ლიგის დაწყებიდანვე თან გვდევს, ტრავმამ ძალიან ბევრჯერ შეგვიშალა ხელი. ეს ძალიან მტკივნეულია, განსაკუთრებით კი გასვლით მატჩებში. რის გამოც საზღაური უკვე მივიღეთ. ბევრი ქულა დავკარგეთ, “ბარსასა” და “ატლეტიკოსთანაც”. ფაქტია, რომ ლიგა ფაქტიურად წაგებული გვაქვს.

სეზონის ბოლომდე ვიბრძოლებთ, თუმცა ადვილი არ იქნება. ჩემპიონთა ლიგა განსხვავებული ტურნირია, ძალიან აღელვებულნი ვართ. ვეცდებით რომ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას მივაღწიოთ. ვნახოთ რა მოხდება.”

ჟურნალისტი: ტრავმების მიუხედავად გუნდი მაინც ცუდად თამაშობს …

რონალდუ: “ამას ნამდვილად არ ვეთანხმები. ჩემის აზრით გუნდი უკეთ გამოიყურება, ვიდრე ეს ადრე იყო. მართალია ზოგ მატჩში ნაკლებად, მაგრამ მაინც.”

ჟურნალისტი: “რეალს” 22 გასაოცარი ფეხბურთელი ჰყავს. რატომ არ ჩანს ეს მოედანზე?

რონალდუ: “ეს თქვენი საკუთარი ხედვაა, რომელსაც მე არ ვიზიარებ.

უკვე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, არავის დაკნინება არაა საჭირო, უბრალოდ რთულია როცა გუნდი საუკეთესო ფეხბურთელების გარეშე თამაშობს. გრძელვადიან ტურნირში თამაში რთულია. არ ვიცი რატომ, მაგრამ რთულია. მაგალითად, პირადად მე ძალიან მიყვარს კარიმთან ერთად თამაში.

12794332_1064489866946815_9154809608817091654_n

მიყვარს ბეილთან ერთად თამაშიც. ძალიან რთულია, როდესაც ის მოედანზე არ არის.

მარსელოს გვერდითაც მომწონს თამაში, როცა ის არაა ძალიან რთულია. დანილო დღეს საუკეთესო იყო. ცუდად არც ხესე, ლუკასი და კოვაჩიჩი თამაშობს. ეს ჩემი პოზიციაა.”

ჟურნალისტი: ასეთი ტრავმიანობის მიზეზი იცით?

რონალდუ: ნამდვილად არ ვიცი, თუ როგორ ავხსნა ეს ყველაფერი. მაგრამ ფაქტი სახეზეა. შესაძლოა ეს პრესეზონიდან მოგვყვება. მხოლოდ ის ვიცი, რომ ისინი ვინც გვაკლია ძალიან დიდ დახმარებას გვიწევდნენ.”

ჟურნალისტი: რონალდო, რომლის ხილვაც “რეალის” ყველა ფანს სურს არის ის, რომელმაც “რომას” წინააღმდეგ ითამაშა. ბურთის აღება და დაცვის გარღვევა. მაგრამ რატომ ვერ ნახეს იგივე რონალდო “მალაგასთან”, “ბეტისთან”, “გრანადასთან” ან თუნდაც დღს?

რონალდუ: სხვები ძალიან კარგ სეზონს ატარებენ, მეც ძალიან ახლოს ვარ მათთან. თუ ასეთი ცუდი ვარ, როგორც თქვენ ამბობთ, მაშინ ჩემპიონთა ლიგაზე ჩემთან ახლოს არავინ ყოფილა.

ეს ყველაფერი ძალიან მაბრაზებს, რადგანაც ამას საზღვარიც არ აქვს. ყველა ჩემს დონეზე რომ თამაშობდეს, შესაძლოა ახლა ცხრილის სათავეშიც ვყოფილიყავით.

12794332_1064489866946815_9154809608817091654_n

“თქვენ ხშირად უსამართლონი ხართ, ძალიან რთულ კითხვებს მისვამთ. ჩემს ნიჭს ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებთ. თითქოს ნაგავი ვიყო, თუმცა რიცხვები არ იტყუებიან. დააკვირდით სტატისტიკურ მონაცემებს, ეს ადვილია.”

ჟურნალისტი: თუმცა ფანები ყველაფერს სხვაგვარად ხედავენ – თუკი არსებობს მაგიური ღილაკი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე გასაოცრად თამაშის უფლებას გაძლევთ, რატომ არ იყენებთ მას ლა ლიგაში? ესპანეთში ხომ ძალიან ცუდად თამაშობთ.

რონალდუ: ” მე კიდევ ერთხელ არ ვიზიარებ თქვენს მოსაზრებას, ცუდად არ ვთამაშობთ.

თუ იმას გულისხმობთ, რომ პრობლემა ფსიქოლოგიაშია, თქვენ მართალი ხართ. რთულია მოტივირებულმა იტამაშო, როცა იცი, რომ 9 ქულით გისწრებენ. ჩემპიონთა ლიგაზე კი ყველაფერი სხვაგვარადაა. განსხვავება ძალიან დიდია. ”

12794332_1064489866946815_9154809608817091654_n

ჟურნალისტი : “ბოლო კითხვა არ ისმის”

რონალდუ: “იქნებ შეგვიძლია კიდეც, ადრეც მითქვამს რომ ამ ტურნირის მოგება შეგვიძლია. თუმცა საუკეთესო ფეხბურთელების გარეშე მსგავსი ტურნირის მოგება შეუძლებელია.”

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

რატომ დაუთმო ბრუნო ფერნანდეშმა მარკუს რეშფორდს პენალტი?

24 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში “მანჩესტერ იუნაიტედმა” საკუთარ მოედანზე “ისტანბულ ბაშაქშეჰირი” მიიღო ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ალბათ, ვიდეორეფერი სხვა თამაშს უყურებდა” – ნაგელსმანი აღშფოთებულია

“ლაიფციგის” მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა “პარი სენ-ჟერმენთან” განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცი...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ფერენცვაროშის” ფეხბურთელმა “იუვენტუსის” კარში გატანილი გოლი რონალ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, “იუვენტუსსა” და “ფერენცვაროშს” შორის მიმდინარე მატჩში ანგარიში მე-19 წუთზე სტუმართა ფეხბურთელმა...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი დევდარიანის 4 მთავარი პუნქტი, რასაც ნაკრებში შეცვლიდა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და თბილისის “დინამოს” ყოფილმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა 4 ძირითად პუნქტზე ისაუბრა, რასაც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩირო იმობილემ “ზენიტს” ულამაზესი გოლი გაუტანა (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Ciro Immobile what a goal for Lazio. pic.twitter.com/JKQ25pS6ht — DeShaun (@DeshaunTalks) November 24, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კლოპი: “გუნდი ორკესტრია, ფირმინო კი 12 ინსტრუმენტზე უკრავს”

მერსესაიდულ “ლივერპულში” დიოგო ჟოტას გამოჩენამ რობერტო ფირმინოს პოზიციები მცირედით შეარყია. მიუხედავად ამისა, იურგენ კლოპმა პრესასთან [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონამ” მასკერანოს ფეხბურთში დაბრუნება სთხოვა

კატალონიის “ბარსელონა” დიდ გასაჭირშია. ლა ლიგაში რვა მატჩის ჩატარების შემდეგ “ბლაუგრანა” მეათე პოზიციაზე იმყოფება, რაც [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ივან რაკიტიჩის ლამაზი გოლი “კრასნოდარის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Rakitic scores a beauty for Sevilla. pic.twitter.com/zr3wbEghsS — DeShaun (@DeshaunTalks) November 24, 2020...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალსა” და “ინტერს” შორის ბარტერი მზადდება

მადრიდის “რეალისა” და მილანის “ინტერის” ხელმძღვანელები ბარტერის შესაძლებლობას განიხილავენ. Sky Sports-ის ცნობით, მხარეებს შორი...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონამ” “ბორუსიას” ბონუსის სახით კიდევ 5 მილიონი გადაურიცხა

კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელებმა დორტმუნდის “ბორუსიას” ხაზინა კიდევ 5 მილიონი ევროს ოდენობის თანხით შეავსეს. ინფორმაცია...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლეო მესის ათწლიან კონტრაქტს შესთავაზებენ

“თაიმსის” ცნობით, ჰოლდინგური კომპანია City Football Group-ი “ბარსელონას” ლიდერ ლიონელ მესის ათწლიან კონტრაქტს შესთავაზებს. წინ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სფფ-ის წარმომადგენლები ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის მატჩებზე

26 ნოემბერს, უეფას ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩები გაიმართება. ლონდონში ადგილობრივი “ტოტენჰემი” ბულგარულ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარკ კლატენბურგი: “მოურინიო “ჩელსიდან” მის გათავისუფლებაში მე მადანაშაულ

ინგლისის პრემიერლიგის აწ უკვე ყოფილმა მსაჯმა მარკ კლატენბურგმა თქვა, რომ ჟოზე მოურინიო ლონდონის “ჩელსიდან” მის […]...
წაკითხვა