სრული სია – ქართველი სპორტსმენები ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე
23 ივლისს, ტოკიოს ოლიმპიური თამაშები დაიწყება, რომელიც 8 აგვისტოს დასრულდება. საქართველო მოახლოებულ ოლიმპიადაზე 35 სპორტსმენით წარსდგება. გთავაზობთ მათ სიას:
1. ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა)
2. ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 74 კგ)
3. ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ)
4. გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ)
5. რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ)
6. ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ)
7. გიორგი მელია (ბერძნულ რომაული-ჭიდაობა, 97კგ)
8. იაკობ ქაჯაია (ბერძნულ -რომაული ჭიდაობა, 130კგ)
9. გიორგი მუჯარიძე (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა)
10. ლაშა ღულელაური (მძლეოსნობა, სამხტომი)
11. სახილ ალახვედროვი (კრივი, 52 კგ)
12. სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა, ხმალი)
13. ესკერხან მადიევი (კრივი, 69 კგ)
14. გიორგი ხარაბაძე (კრივი, 75 კგ)
15. ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა, +109 კგ)
16. ანტონ პლესნოი (ძალოსნობა, 96 კგ)
17. შოთა მიშველიძე (ძალოსნობა, 61 კგ)
18. გოგა ჩხეიძე (ძალოსნობა, 67 კგ)
19. გოგიტა არქანია (კარატე, კუმიტე +75 კგ)
20. მარიამ იმნაძე (ცურვა, 100 მ. თავისუფალი სტილი)
21. ირაკლი რევიშვილი (ცურვა, 400 მ. თავისუფალი სტილი)
22. ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი)
23. ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი (ძიუდო, 52 კგ)
24. ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო, 57 კგ)
25. ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო, 60 კგ)
26. ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო, 66 კგ)
27. ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო, 73 კგ)
28. ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო, 81 კგ)
29. ლაშა ბექაური (ძიუდო, 90 კგ)
30. ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო, 100 კგ)
31. გურამ თუშიშვილი (ძიუდო, +100 კგ)
32. სალომე ფაჟავა (მხატვრული ტანვარჯიში)
33. სოფიკო შათირიშვილი (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა)
34. ბენიკ აბრამიანი (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა)
35. ბაჩანა ხორავა (მძლეოსნობა, სიგრძეზე ხტომა)
10 ივლისს ქართველი ოლიმპიელების ფიცის დადებისა და გაცილების ცერემონიალი გაიმართა, სადაც გაირკვა, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულს მთავრობა 1 000 000 ლარს გადასცემს.