“სტადიო ოლიმპიკოზე” 20000 გულშემატკივრის ყოფნაა შესაძლებელი”
იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა, პიერპაოლო სილერიმ განაცხადა, რომ სერია A-ში, ტრიბუნებზე უფრო მეტი გულშემატკივრის ყოფნა იქნება შესაძლებელი და არის შანსი, “სტადიო ოლიმპიკოზე” 20 000 გულშემატკივარი დაუშვან.
სერია A-ს კლუბები შეთანხმდნენ, რომ 2020-21 წლების სეზონში მატჩებზე 1000 გულშემატკივარს დაუშვებენ, თუმცა მინისტრის თქმით, 8 ოქტომბრიდან ტრიბუნებზე უფრო მეტი ადამიანის ხილვაა შესაძლებელი.
“როცა ორმეტრიან დისტანციას დავიცავთ, ჩახუტება აკრძალული იქნება, პირბადეებსა და სადეზინფექციო საშუალებებს გამოვიყენებთ, მაშინ შეგვიძლია, ტრიბუნების მესამედი შევავსოთ. ასეთ შემთხვევაში, “სტადიო ოლიმპიკოზე” მატჩებს 20000-25000 გულშემატკივარი დაესწრება”, – განაცხადა სილერიმ.
შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონი 19 სექტემბერს განახლდა.