სტადიონების გარეშე დარჩენილი კლუბები – ქართული სპორტის დიდი პრობლემა

თარიღი: დეკემბერი 22, 2014

ქართული საფეხბურთო კლუბების დიდ ნაწილს სტადიონებისა და ზოგადად დაფინანსების პრობლემა რომ აქვს, ახალი ამბავი არავისთვისაა. სამწუხაროდ, ახალი არც ისაა, რომ თითქმის არც ერთი ასეთი კლუბი სათანადო დაფინანსების ორმოცდაათ პროცენტსაც ვერ იღებს.

თბილისთან შედარებით, რეგიონებში ამა თუ იმ ქალაქის გუნდის მატჩზე საკმარისი მაყურებელი დადის, შეიძლება ითქვას, მთელი ქალაქი ერთი გუნდის თამაშით ცოცხლობს და მისი მატჩის დადგომას მოუთმენლად ელის. თუნდაც სურათზე სავსე სტადიონის ხილვა ყოველთვის სასიხარულოა.

თუმცა, როგორ მოიქცეს მოსახლეობა, თუ მისი ქალაქის გუნდი უკვე დიდი ხანია, რაც საშინაო შეხვედრებს სხვა ქალაქში ატარებს? ერთ-ერთი კლუბი, რომელსაც მსგავსი პრობლემა აქვს, ხაშურის „ივერიაა“. ამჟამად ხაშურელები საქართველოს მეორე ლიგაში გამოსვლას აგრძელებენ, თუმცა საშინაო შეხვედრების ჩატარება გუნდს ბორჯომში უწევს.

თითქმის ყოველდღე „ივერიას“ ფეისბუქის გვერდზე იტვირთება სურათები, რომლებიც ქალაქის სტადიონის ამჟამინდელ საშინელ მდგომარეობას ასახავენ.

ეს სურათი ჯერ კიდევ 2011 წელსაა გადაღებული, თუმცა, დაპირებების მიუხედავად, სიტუაცია არც დღეს შეცვლილა და გრიგოლ ჯომართიძის სახელობის სტადიონისგან, შესაძლოა, სულ მალე მხოლოდ ნანგრევი დარჩეს:

Iveria Stadium
როგორც ამბობენ, დაპირება ქალაქის მაჟორიტარის ვალერი გელაშვილისგანაც იყო, მაგრამ, როგორც ხედავთ, სიტუაციის გამოსასწორებლად პატარა ნაბიჯიც კი არავის გადაუდგამს.

იყო წერილი სამინისტროშიც, თუმცა პასუხად კლუბმა და გულშემატკივრებმა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ლევან ყიფიანისგან მხოლოდ ის მიიღეს, რომ კლუბების დასაფინანსებლად სამინსიტროს თანხა გამოყოფილი არ აქვს და ამ პრობლემის მოგვარება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მოვალეობაში შედის. სამწუხაროდ, მისი მოგვარება, როგორც ხვდებით, ვერც (ან არც) მუნიციპალიტეტს გამოსდის.

არაერთ სხვა ქვეყანაში პატარა ქალაქების კლუბებსაც სპონსორები ჰყავს. კერძო სექტორის წარმომადგენლები ამა თუ იმ კლუბის აქციების შეძენით ახალი გუნდის აშენებას ცდილობენ, რასაც, ასეა თუ ისე, შედეგი მოაქვს. ასეთ ნათელ მაგალითს ბულგარული „ლუდოგორეცი“ წარმოადგენს, რომელიც წლების წინ ქვეყნის დაბალ დივიზიონში გამოდიოდა, დღეს კი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ინგლისის პრემიერლიგის დონის კლუბთან თანაბრად თამაშობს. ბიზნესმენების და კომპანიების მხრიდან სპორტული კლუბებისადმი უყურადღებობა ქართული ფეხბურთის კიდევ ერთი სერიოზული პრობლემაა. არც ისე ლამაზია, როდესაც ყველანი ქვეყანაში სპორტის დაბალ დონეზე საუბრობენ, თუმცა, ის, ვისაც, ამ პრობლემის მოგვარება ნამდვილად შეუძლია, უმოქმედოდაა.

ამავდროულად, რა კლუბების განვითარებაზეა საუბარი, როდესაც საქართველოს 16-გუნდიან უმაღლეს ლიგასაც კი გუნდები აკლდებიან, თანაც ისეთი გუნდები, რომლებსაც ჩემპიონატში მაღალი ადგილებისთვის ბრძოლის პრეტენზია აქვს. ასე, ცოტა ხნის წინ, „ზესტაფონი“, მწვრთნელის მსგავსად, ყველა ფეხბურთელმა დატოვა. იგივე პრობლემა ქუთაისის „ტორპედოსაც“ აქვს, „სიონი“ მესამე სეზონია ბოლნისში აღარ თამაშობს და საშინაო მატჩებს მიხეილ მესხის სტადიონზე ატარებს, სადაც ასევე ცხინვალის „სპარტაკი“ თამაშობს.

დრო მიდის, ქართულ სპორტში არსებული პრობლემები კი მოუგვარებლად რჩება, რაც იმდენად მოსაბეზრებელია, რომ ხალხს სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლის იმედიც აღარ აქვს. თუმცა, ვინ იცის, შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს, საქართველოში სპორტის დონემ საგრძნობლად აიწიოს, ყველა გუნდს სტადიონი, ინფრასტრუქტურა და საარსებოდ საკმარისი თანხა გააჩნდეს? როგორც ამბობენ, იმედი ბოლოს კვდება, თუმცა, ეს „ბოლო“, იქნებ, უკვე დადგა?

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

იტალიის სპორტის მინისტრი სერია A-ს განახლების ორ სავარაუდო თარიღს ასახელებს

იტალიის სპორტის მინისტრმა ვინჩენცო სპადაფორამ სერია A-ს მიმდინარე სეზონის განახლების ორი სავარაუდო თარიღი დაასახელა. “სერია […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როდის განახლდება ეროვნული ლიგა?

ეროვნული ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის “დინამომ”, მე-2, მე-3 და მე-4 ადგილოსნებმა – ბათუმის “დინამომ”, თბილისის [&he...
წაკითხვა
სხვადასხვა

შოთა არველაძე ბასილაშვილზე: “მინდა, ამ რთულ მომენტში მხარდაჭერა გამოვუცხადო”

ტაშკენტის “ფახთაქორის” მთავარმა მწვრთნელმა, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, შოთა არველაძემ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილა...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრემიერ ლიგაში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა

პრემიერ ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი 19, 21 და 22 მაისს ჩატარებული კორონავირუსის ტესტის შედეგებს ასაჯაროვებს. როგორც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო: “ვტირი მხოლოდ მოგების შემდეგ, პირველად ეს კიევში მოხდა”

ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, საკმაოდ საინტერესო თემაზე ისაუბრა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჩემპიონთა ლიგის 2...
წაკითხვა
ფეხბურთი

‘თუ ჩემთან წამოხვალ, ამ გუნდით ტიტულს მოვიგებთ’ – მოურინიო ფაბრეგასს

“მონაკოს” ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა ჟოზე მოურინიოს შესახებ ისაუბრა და მასთან შეხვედრა გაიხსენა. როგორც იცით, ფაბრეგასმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სან-პაულოს” ექს-ფეხბურთელი: “ჩემპიონის მედალი კოკაინის საყიდლად გავყიდე

“სან-პაულოს” ყოფილი მცველი, ფლავიო დონიზეტე, პრესასთან საუბრისას აღიარებს, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მედალი ნარკოტიკების საყიდლად [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ობამეიანგის პასუხი მათ, ვინც მას ვარცხნილობის გამო დასცინოდა (ფოტო)

პრემიერ ლიგის გუნდებმა რამდენიმე დღის წინ ვარჯიში განაახლეს. ფეხბურთელთა უმეტესობას ვარცხნილობის პრობლემა შეექმნა, რადგან კარანტინის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გადაწყვეტილია: გიოტცე “ბორუსიას” დატოვებს

დორტმუნდის “ბორუსიას” სპორტული დირექტორი, მიხაელ ცორკი, მარიო გიოტცეს მომავალთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. როგორც ჩანს, 27 [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვენგერი “ემირეიტსზე” მაყურებლის როლშიც არ აპირებს მისვლას

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ “ემირეიტს სტედიუმზე” დაბრუნებას არ ა...
წაკითხვა
ფეხბურთი

კურიოზი: როგორი გოლი გავიდა “ბაიერნი” – “აინტრახტის” მატჩში

იხილეთ ვიდეო Gooooooooooooooooooooal Hinteregger own goal@MnbrMadrid5 pic.twitter.com/s3BowQ2fwq — عز – @MnbrMadrid5 (@CupClup34) May 23, ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბორუსიამ” დაძაბულ ბრძოლაში “ვოლფსბურგი” დაამარცხა

კორონავირუსის პანდემიის ფონზე განახლებულ გერმანულ ბუნდესლიგაში დორტმუნდის “ბორუსიამ” ზედიზედ მეორე შეხვედრაც მოიგო. ლუსიენ ფავრეს გუნდმა [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლა ლიგის განახლების თარიღი ცნობილია

ესპანეთის სამეფოს მთავრობამ საფეხბურთო ჩემპიონატის განახლების ნებართვა გასცა. “ესპანეთმა გააკეთა ის, რაც საჭირო იყო და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბაიერნმა” კოუტინიო არ შეინარჩუნა

მიუნხენის “ბაიერნის” აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ კლუბმა “ბარსელონასგან” ფილიპე კოუტინ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯიბრილ სისეს კარიერის განახლება სურს

ცნობილ ფრანგ ფეხბურთელ ჯიბრილ სისეს მოთამაშის კარიერის განახლება სურს. ამის შესახებ 38 წლის ფორვარდმა კიდევ […]...
წაკითხვა