სტამბული “პსჟ”-ს დატოვებას არ აპირებს
“პსჟ”-ს ფეხბურთელი ბენჟამინ სტამბული მზადაა ამჟამინდელ გუნდში დარჩეს და სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრად იბრძოლოს.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის ნახევარმცველი პარიზულ კლუბში 2015 წელს, “ტოტენჰემიდან” გადავიდა.
Le Parisie-ს თანახმად, “პსჟ”-ს სპორტულმა დირექტორმა განაცხადა, რომ სტამბულს რამდენიმე გუნდისგან კარგი შემოთავაზება ჰქონდა, თუმცა ფეხბურთელმა ყველა მათგანს უარი უთხრა და გუნდში დარჩენა გადაწყიტა. ბენჟამინის თქმით, ის მზადაა, რომ “პსჟ”-ს სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრად იბრძოლოს.
ცნობითვის, გასულ სეზონში სტამბულმა პარიზული კლუბის მაისურით 39 მატჩი ჩაატარა.