სტარიჯი აშშ-ში გაემგზავრა
„ლივერპულის“ თავდამსხმელი დანიელ სტარიჯი მკურნალობის გასაგრძელებლად აშშ-ში გაემგზავრება.
შესაძლოა, 25 წლის მოთამაშეს ბოლომდე გამოსაჯანმრთელებლად მცირე ოპერაციაც დასჭირდეს. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, დანიელს მიმდინარე სეზონის დარჩენილი ნაწილი უნდა გამოეტოვებინა.
შეგახსენებთ, რომ სტარიჯმა ტრავმების გამო მიმდინარე სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა. პრემიერლიგაში მან 12 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 4 გოლი გაიტანა.
სტარიჯი: “მომავალ სეზონში ტიტულისთვის უნდა ვიბრძოლოთ და არა, ოთხეულისთვის”