სტარიჯი ისევ დაშავდა
26 წლის ფეხბურთელი კვლავ ლაზარეთში იმყოფება.
“ლივერპულის” თავდამსხმელი დანიელ სტარიჯი მორიგი ტრავმის გამო განუსაზღვრელი ვადით იუქმებს, იტყობინება ინგლისური გამოცემა Sky Sports.
არსებული ინფორმაციით, სტარიჯი დისკომფორტს ფეხის არეში გრძნობს. სწორედ ამის გამო არ მიუღია მას მონაწილეობა “ბორდოს” წინააღმდეგ გამართულ უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში.
უახლოეს მომავალში მერსესაიდელთა ფორვარდს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება, რის შემდეგაც მისი გამოჯანმრთელების სავარაუდო თარიღი გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, სტარიჯი ბოლოს მოედანზე ოქტომბრის დასაწყისში, მუხლის დაზიანების გამო, გამოვიდა, გუნდთან ერთად ვარჯიში კი სულ რამდენიმე დღის წინ განაახლა.
მიმდინარე სეზონში დანიელის ანგარიშზე “წითელთა” მაისურით ჩატარებული სამი მატჩი და ორი გატანილი ბურთია.