სტარიჯი მომდევნო სეზონის სტარტს გამოტოვებს
“ლივერპულის” შემტევი, დანიელ სტარიჯი ნიუ-იორკში გაკეთებული ოპერაციის შედმეგ სარეაბილიტაციო კურსს გადის. ლივერპულში იმედოვნებენ, რომ ამიერიდან ფეხბურთელს ბარძაყთან დაკავშირებული პრობლემები აღარ შეაწუებს.
გავრცელებული ინფორმაციით სტარიჯს მომედვნო 4 თვე გაუცდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფორვარდი საკუთარ გუნდს ვერც მიმდინარე სეზონის ბოლოს დაეხმარება და მომდევნო სეზონის სტარტსაც გამოტოვებს.
გასული გათამაშების ერთ-ერთმა საუკეთესო ბომბარდირმა მიმდინარე სეზონში ტრავმების გამო მხოლოდ 12 მატჩი ჩაატარა და 4 გოლის გატანა შეძლო.