სტარიჯის ოჯახის წევრმა მის იტალიაში გადასვლაზე დიდი თანხა დადო ფსონად

თარიღი: ნოემბერი 21, 2018

ინგლისის ფეხბურთის ფედერაციამ სპეციალური ჯგუფი გამოყო, რომელიც დეტალურად გამოიძიებს დანიელ სტარიჯის საქმეს. ამ უკანასკნელს საკმაოდ საინტერესო ბრალდებას უყენებენ.

როგორც ცნობილი ხდება, 2018 წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას, მაშინ, როდესაც სტარიჯი ძალიან ახლოს იყო “ინტერში” გადასვლასთან, მისი ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა 10 000 ფუნტი დადო ფსონად ამ ტრანსფერზე.

ინგლისის ფეხბურთის ფედერაციაში ვარაუდობენ, რომ ეს ყოველივე თავად ფეხბურთელის დარიგებით მოხდა, რაც წესების აშკარა დარღვევა გახლავთ. წესის თანახმად ფეხბურთელს არ შეუძლია ოჯახის წევრს ან ახლობელს რაიმე ტიპის ფსონის გაკეთებისკენ უბიძგოს.

“ლივერპულის” ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, სტარიჯი გამოძიებასთან თანამშრომლობს და კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას.

მსგავსი სიახლეები