სტარიჯმა “ლივერპულთან” ახალ კონტრაქტს ხელი მოაწერა
“ლივერპულის” ფორვარდმა დენიელ სტარიჯმა კლუბთან ახალ გრძელვადიან კონტრაქტს ხელი მოაწერა. ინგლისელი შემტევი ხელფასის სახით კვირაში 150 000 ფუნტს მიიღებს.
ახალი კონტრაქტის შემდეგ 25 წლის სტარიჯი “ლივერპულში” ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა. მას სტივენ ჟერარდზე მაღალი ხელფასი აქვს. სტარიჯმა ეს “ჯილდო” “ლივერპულში” ნაჩვენები კარგი თამაშის გამო მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ინგლისელი შემტევი მერსისაიდულ კლუბს 2013 წლის იანვირს სატრანსფერო ფანჯრის საშუალებით ლონდონის “ჩელსიდან” შეუერთდა.
“ლივერპულის” მაისურით ნათამაშები 52 მატჩიდან ინგლისელმა 36 გოლის გატანა შეძლო და პრემიერ ლიგის გასულ სეზონში ბომბარდირთა სიაში, ყოფილ თანაგუნდელ ლუის სუარესს ჩამორჩა და მეორე ადგილი დაიკავა.
“ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საუკეთესო დღეა. მადლობელი ვარ, რომ შანსი მომეცა და ამ შანსის გამოყენებას შევეცდები. ჩემი მომავალი “ლივერპულს” უკავშირდება. აქ თავს მშვენივრად ვგრძნობ და ამიტომაც გადაწყვეტილების მიღება არ გამჭირვებია.”–განაცხადა სტარიჯმა