სტატისტიკაში “პრიმერა”, “რეალი” და… ლიონელ მესი ლიდერობენ
თანამედროვე საფეხბურთო სამყარო ბოლო წლებია სამ ნაწილადაა გაყოფილი, ერთი ნაწილისთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი არგენტინელი ლიონელ მესია, მეორესთვის – პორტუგალიელი რონალდუ, და არსებობენ ისინიც, რომლებიც, ამ ორიდან არცერთს არ აღიარებენ და საკუთარი ფავორიტები ჰყავთ….
მსოფლიოს ასობით საგაზეთო თუ ონლაინ გამოცემა წლებია ფაქტობრივად მუდმივად აწყობს უამრავ გამოკითხვას, ითვლის სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემს, დაწყებული სტანდარტული გოლი + პასიდან, დამთავრებული ხშირად სასაცილო დეტალებითაც კი, ერთადერთი მიზნით, საკუთარ მომხმარებელს ჰკითხოს, ამ ორი გენიალური ფეხბურთელიდან, ვინ არის მათთვის უპირველესი.
არც ისაა ახალი, რომ ფანების და განსაკუთრებით ახალგაზრდა გულშემატკივრების უმეტესობა არჩევანს მადრიდის “რეალსა” და “ბარსელონას” შორის აკეთებს ხოლმე, რამდენადაც უსიამოვნო არ უნდა იყოს ამის აღიარება სხვა გუნდების გულშემატკივრებისთვის, ასეა…
შესაბამისად, როცა Fanebi.com-მა ვებსაიტის ფუნქციონალური შესაძლებლობების სრულად საკუთარ მომხმარებელზე მორგება, მათი აზრის ბოლომდე გათავისება და გათვალისწინება გადაწყვიტა, წინასწარ ველოდით, რომ მსგავს ფუნქციებში, როგორებიცაა რეგისტრაციის დროს საყვარელი ჩემპიონატის, კლუბის და ფეხბურთელის არჩევა, ძირითადად “პრიმერას”, “რეალ-ბარსელონას” და “მესი-რონალდოს” გარშემო “ვიტრიალებდით”.
დღეის მდგომარეობით, ჩვენი მომხმარებლის ყველაზე დიდი ნაწილი მადრიდის “რეალის” ფანია, პოპულარულ ჩემპიონატებშიც ლა ლიგა ლიდერობს, ყველაზე მეტი მომხმარებლისთვის ფავორიტი ფეხბურთელი ლიონელ მესია, რონალდუ მეორე პოზიციას იკავებს…
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ყველა თქვენგანს საშუალება აქვს დარეგისტირდეს, აირჩიოს თავისი ფავორიტები, მოარგოს საიტის მთელი დიზაინი მის გემოვნებას, შეაფასოს ყველა ფეხბურთელი საკუთარი შეხედულებით ათამდე ასპექტის მიხედვით, მიიღოს მონაწილეობა მუდმივად განახლებადი რეიტინგების შედგენაში, დააგროვოს ქულები, მოიმატოს სტატუსი, გამოიცნოს მატჩის შედეგები, მეტიც, წეროს სიახლეები საყვარელ კლუბზე, შექმნას ბლოგი და ა.შ.
დამატებითი ინსტრუქციები შეგიძლიათ იხილოთ აქ:
ხოლო სრული სტატისტიკა, შემდეგ ლინკზე: http://fanebi.ge/statistics/
Fanebi.com-ის გუნდი თქვენს სამსახურშია და მუდმივად აგრძელებს მუშაობას საკუთარი მომხმარებლის მაქსიმალური კომფორტისთვის, ერთი მარტივი მადლობის მესიჯით, უკვე 5 წლიანი ერთგული თანამშრომლობისთვის: “ჩვენ თქვენ ძალიან გვიყვარხართ!