სტეფანო პიოლი: “საკმარისად აგრესიულად არ ვითამაშეთ”
იტალიის სერია A-ს 23-ე ტურის ცენტრალურ მატჩში “მილანი” თანაქალაქელ მილანის “ინტერთან” ანგარიშით 0:3 დამარცხდა, რითაც გათამაშების ლიდერთან ქულათა სხვაობა 4 პუნქტამდე გაიზარდა. დღევანდელი მატჩი “მილანის” მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ შეაჯამა.
“პირველმა გაშვებულმა გოლმა მძიმე დარტყმა მოგვაყენა. პირველ ტაიმში ინტენსივობა გვაკლდა, მეტი უნდა გვეშრომა, მაგრამ მეორე ნახევარში გოლი დავიმსახურეთ.
მეორე ტაიმში კარში მეტჯერ დავარტყით. ჰანდანოვიჩმა რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი სეივი შეასრულა. საკმარისად აგრესიულად არ ვითამაშეთ, ვინაიდან მეტოქისთვის სივრცეების დატოვება არ გვინდოდა. მეორე ტაიმში მეტოქის ხარისხი გამოჩნდა. რთულია მათ ბურთის ფლობაში აჯობო.
ობიექტურები უნდა ვიყოთ. ერთი წლის წინ, თუნდაც სამი თვის წინ რომ ეთქვათ ამ პოზიციას დაიკავებთო, ბედნიერები ვიქნებოდით.
უკმაყოფილონიც ვართ, ვინაიდან ეს დერბი იყო და უკეთესი შედეგის მიღწევა გვსურდა. დღევანდელი მარცხით დამწუხრებულნი ვართ, მაგრამ ცუდად “სპეციასთან” ვითამაშეთ და არა – დღეს. დღევანდელ შეხვედრაში მაქსიმუმის გაღება ვცადეთ.
მძიმე კვირა იყო, ყველაზე ცუდი ამ სეზონში. ევროპის ლიგის მომდევნო ეტაპზე გასვლა გვინდა, შემდეგ კი კვლავ სერია A-ზე მოვახდეთ ფოკუსირებას”, – პიოლის კომენტარს Football Italia აქვეყნებს.