სტერლინგი: “რეალი” ფანტასტიკური კლუბია, მადრიდში კი ბრწყინვალე ამინდებია”
“მანჩესტერ სიტისა” და მადრიდის “რეალს” შორის ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი მოახლოებული დაპირისპირების წინ “ქალაქელთა” ლიდერ რაჰიმ სტერლინგს “ბლანკოსში” შესაძლო ტრანსფერზე ჰკითხეს აზრი.
“მადრიდის “რეალი” ფანტასტიკური კლუბია. როდესაც თეთრ მაისურს ხედავ, ზუსტად იცი, თუ რომელი კლუბისაა. “რეალი” უდიდესი კლუბია. მაგრამ, ამავდროულად, მე “მანჩესტერ სიტისთან” კონტრაქტი მაკავშირებს, რასაც პატივი უნდა ვცე. თუმცა “რეალი” ფანტასტიკურია.
მსგავსი ტიპის სპეკულაციებს პრესაში ყოველთვის წააწყდებით. მე “სიტის” ღირსებას ვიცავ და აქ ყოფნით სიამოვნებას ვიღებ – მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის.
ჩემპიონთა ლიგის მოგების დიდებული შესაძლებლობა გაგვაჩნია. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ “რეალი” ფანტასტიკური კლუბია, მადრიდში კი ბრწყინვალე ამინდებია, თუმცა მე “სიტიში” ბედნიერი ვარ,” – აცხადებს 25 წლის ინგლისელი ვარსკვლავი.