სტერლინგი “სიტის” მთავარი სატრანსფერო მიზანია
“მანჩესტერ სიტის” მთავარი სატრანსფერო მიზანი “ლივერპულისა” და ინგლისის ნაკრების შემტევის, რაჰიმ სტერლინის გადაბირება იქნება.
Daily Mail-ის ცნობით მანჩესტერელები 20 წლის მოთამაშის შეძენას გუნდში ბრიტანელთა რაოდენობის გაზრდისთვის აპირებენ. ამასთან ერთად წითლები ფეხბურთელს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვერ უთანხმდებიან და მზად არიან ის 50 მილიონ გირვანქად გაასხვისონ. ერთადერთი რეალური დაბრკოლება კი ფინანსური ფეარ-პლეის წესების დაცვაა.
მიმდინარე სეზონში 20 წლის სტერლინგმა პრემიერლიგის 29 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი შეასრულა.