სტერლინგმა თავისი ყოფილი სკოლის მოსწავლეებისთვის ინგლისის თასის მატჩზე დასასწრები ბილეთები შეიძინა
“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა რაჰიმ სტერლინგმა ინგლისის თასის ნახევარფინალურ ეტაპზე “ბრაიტონთან” “უემბლიზე” გასამართ მატჩზე დასასწრები 550 ბილეთი შეიძინა, რომელსაც თავისივე ყოფილი სკოლის მოსწავლეებს გადასცემს. ინგლისელი ფეხბურთელი ბავშვების ტრანსპორტირების ხარჯსაც დაფარავს.
“რაჰიმმა მატჩზე დასასწრები 550 ბილეთი ითხოვა, რისი თანხაც თავად გადაიხადა. მას თავისი ყოფილი სკოლის მოსწავლეებისთვის რაღაცის გაკეთება სურდა. ეს საქციელი მას დადებითად ახასიათებს. მას ამის შესახებ არავისთვის უთქვამს, რადგან ყურადღების მიქცევა არ სურდა”, – თქვა “ბიბისის” ერთ-ერთმა რესპონდენტმა.
რაჰიმ სტერლინგი წარმოშობით იამაიკელია, ინგლისში კი ხუთი წლის ასაკში გადაბარგდა. ფეხბურთელი ძირითადად იმ სკოლებს ეხმარება, რომლებიც ეთნიკურ უმცირესოსბებს ეკუთვნით.
“მანჩესტერ სიტისა” და “ბრაიტონს” შორის მატჩი შაბათს გაიმართება.