სტივ ჯერარდი: „დარჩენილი მატჩები ჩვენთვის ფინალის ტოლფასია“

თარიღი: აპრილი 14, 2014

ინგლისის პრემიერლიგის 34-ე ტურში „ლივერპულმა“ ჩემპიონობისთვის უშუალო კონკურენტ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში ანგარიშით 3:2 დაამარცხა, რითაც ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. თუ მერსისაიდული გუნდი დარჩენილ ოთხივე შეხვედრას გამარჯვებით დაასრულებს, ჩემპიონიც გახდება, მიუხედავად კონკურენტების შედეგებისა.

გუშინდელი მნიშვნელოვანი მატჩის შემდეგ „ლივერპულის“ კაპიტან სტივენ ჯერარდს სიხარულისგან ცრემლებიც კი წასკდა და ეს არც არის გასაკვირი, მას ხომ ინგლისის ჩემპიონატი ამ დრომდე არ მოუგია?! „წითლების“ ლიდერმა შემდეგ თანაგუნდელები შემოიკრიბა და მომდევნო შეხვედრისთვის აამხედრა.

ჯერარდის თქმით, დარჩენილი ოთხი მატჩი „ლივერპულისთვის“ ფინალის ტოლფასია.

„ემოციური მატჩი იყო, თუმცა სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. კიდევ ოთხი მნიშვნელოვანი მატჩი გველის. შესაძლოა, ეს ჩვენს მიერ გაკეთებული უმთავრესი საჩემპიონო განაცხადი იყოს.

მატჩი უსასრულოდ დიდხანს გაგრძელდა. ეს ჩემი ყველაზე ხანგრძლივი 90 წუთი იყო. მეგონა, რომ დრო უკან მიდიოდა.

ახლა კიდევ ოთხი მატჩი გვაქვს სათამაშო. თითოეული შეხვედრა ფინალის ტოლფასია. ბევრი ამბობდა, რომ „სიტისთან“ მატჩი მთავარი იქნებოდა, მაგრამ ასე არ არის. ახლა „ნორვიჩთან“ ჩასატარებელ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი არაფერი არაა. ჯერ არაფერი მოგვიგია“, – ციტირებს ჯერარდის სიტყვებს „ბი ბი სი“.

„ლივერპული“ დარჩენილ ოთხ ტურში შემდეგ გუნდებს დაუპირისპირდება: „ნორვიჩ სიტი“ (სტუმრად), ლონდონის „ჩელსი“ (შინ), „კრისტალ პალასი“ (სტუმრად), „ნიუკასლ იუნაიტედი“ (შინ).

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ ინგლისის ჩემპიონატი უკანასკნელად 1989-90 წლების სეზონში მოიგო.

ბექა დოგრაშვილი

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ნემანია მატიჩი: “14 ქულა გვაქვს, ჯერ კიდევ ტიტულისთვის ბრძოლაში ვართ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი ნემანია მატიჩი ბოლოდროინდელი არასახარბიელო შედეგების მიუხედავად ოპტიმიზმს ინარჩუნებს. “ძალიან ვ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კლოპი: “სალაჰი ახლა მსოფლიოში საუკეთესოა, ვინ დგას მასზე მაღლა?”

პრემიერ ლიგის მერვე ტურში მორიგი სუპერმატჩი ჩაატარა მოჰამედ სალაჰმა და “ლივერპულმა”. “სკაუზერებმა” კლაუდიო რანიერის “უოტ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესამე მშრალი მატჩი – როგორი იყო რონალდუს სტატისტიკა “ლესტერთან”?

“მანჩესტერ იუნაიტედმა” პრემიერ ლიგის მერვე ტურის მატჩში მორიგი კრახი განიცადა. ოლე გუნარ სულშერის შეგირდები გასვლაზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპულს” ბარელას დამატება სურს

“ლივერპული” მილანის “ინტერის” შუახაზელ ნიკოლო ბარელათი დაინტერესდა. “ენფილდროუდელები” 24 წლის იტალიელი საყრდენი ნა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფერგიუსონი: “რონალდუ ოქროს ბურთის მოგებას იმსახურებს”

ოქროს ბურთისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის. ამ დროისთვის ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მოგების ფავორიტებად კარიმ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შმეიხელი: “არ მგონია, ფეხბურთში ფერგიუსონზე ძლიერი მწვრთნელი გამოჩნდეს”

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და დანიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა მეკარემ, პეტერ შმეიხელმა, პრესასთან საუბრისას სერ ალექს ფერგიუსონის [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

დანი ბლინდმა “მანჩესტერ იუნაიტედი” და სულშერი საჯაროდ გააკრიტიკა

ნიდერლანდების საფეხბურთო ნაკრების ელჩმა, დანი ბლინდმა, საჯაროდ გააკრიტიკა “მანჩესტერ იუნაიტედი” და გუნდის მთავარი მწვრთნელი ოლე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნიუკასლი” გაიყიდა. კლუბი ყველაზე მდიდარი მფლობელის ხელშია

ინგლისური საფეხბურთო კლუბი “ნიუკასლ იუნაიტედი” საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდმა შეისყიდა. შესყიდვის ღირებულებამ 300 მილიონი [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვან დეიკმა დაასახელა ყველაზე რთული მეტოქე, ვის წინააღმდეგაც უთამაშია

“ლივერპულის” ცენტრალურმა მცველმა ვირგილ ვან დეიკმა განაცხადა, რომ ლიონელ მესი მისთვის ყველაზე რთული მეტოქეა. ნიდერლანდელ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩისკო “უოტფორდიდან” დათხოვნაზე: “მოულოდნელი იყო”

“უოტფორდის” მთავარ მწვრთნელად დანიშვნიდან ათი თვის შემდეგ ჩისკო მუნიოსი დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. “დინამოს” ყო...
წაკითხვა
ფეხბურთი

კაი რუნი “ლივერპულთან” მატჩზე: “ოთხივე გოლი მე გავიტანე”

“მანჩესტერ იუნაიტედის” 12-წლამდელთა გუნდის ლიდერი, კაი რუნი, მამამისის ნაკვალევს მიყვება. “ლივერპულის” ბავშვთა გუნდთან განცდილ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კლოპი სალაჰზე: ეს გოლი რომ მესის ან დრონალდუს გაეტანა…

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მოჰამედ სალაჰის მიერ “მანჩესტერ სიტის” კარში გატანილ გოლზე კომენტარი გააკეთა. [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხაბიბი: “ალექს ფერგიუსონს ვუთხარი, რომ თუ ღვინოს დავლევდი, მის ბიჭებს ვცემდი”

UFC-ის ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა სერ ალექს ფერგიუსონთან შეხვედრა და მასთან საუბარი გაიხსენა. ხაბიბი გასულ შაბათს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: “უოტფორდმა” ჩისკო მუნიოსი დაითხოვა

“უოტფორდის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც კლუბის ხელმძღვანელობამ ჩისკო მუნიოსის მთავარი მწვრთნელის პოსტი...
წაკითხვა