სტივ კერი: “ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ჯერ ფეხბურთი უნდა ითამაშონ”
“გოლდენ სტეიტ უორიორსის” მწვთნელი, სტივ კერი აცხადებს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ჯერ ფეხბურთის სკოლა უნდა გაიარონ, რაც მათ საჭირო უნარების გამომუშავებაში დაეხმარებათ.
“მე რომ ამერიკული კალათბურთის მმართველი ვიყო, ასეთ პროგრამას შევქმნიდი – ახალგაზრდა კალათბურთელებმა ჯერ ფეხბურთის სკოლა უნდა გამოიარონ. დღევანდელი კალათბურთის პრობლემა ისაა, რომ დღეს ახალგაზრდები მოდიან და ყველა ერთი-ერთზე, ინდივიდუალურად თამაშს ცდილობს. მათ დრიბლინგის შესანიშნავი მონაცემები აქვთ, მაგრამ არ ესმით, რომ პასი და უბურთოდ მოძრაობაა საჭირო. ამ ყოველივეს სწავლა მათ ფეხბურთის საშუალებით შეუძლიათ”, – განაცხადა სტივ კერმა.
54 წლის მწვრთნელმა სტივ ნეშისა და ტონი კუკოჩის მაგალითი მოიყვანა. ორივე კალათბურთელი კარგი პასით გამოირჩეოდა. კერის აზრით, ეს სწორედ იმის დამსახურებაა, რომ ისინი ადრეულ წლებში ფეხბურთს თამაშობდნენ.
“მათ სამკუთხედის კონცეფციის მნიშვნელობა ესმოდათ. მათ იცოდნენ, რა მნიშვნელობა ჰქონდა პასს – მისცე ბურთი თანაგუნდელს და შენ მეტოქე გუნდის მცველის უკან აღმოჩნდე. სწორედ ეს არის ფეხბურთი: იპოვო სივრცე, შექმნა მომენტი და გოლი გაიტანო”, – ამბობს კერი.
შეგახსენებთ, რომ კერმა NBA მოთამაშის რანგში ხუთჯერ მოიგო, ხოლო მწვრთნელის ამპლუაში ჩემპიონი სამჯერ გახდა.