სტივენ ჯერარდი “ლივერპულის” მაისურით კიდევ ერთხელ ითამაშებს
ინგლისური “ლივერპული” საკმაოდ საინტერესო და სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, “სკაუზერებს” კვლავ მიეცემათ სტივი ჯის თამაშისთვის თვალყურის დევნების შანსი.
როგორც ცნობილი ხდება, “წითლების” ლეგენდა მოედანს 2017 წლის 25 მარტს დაუბრუნდება, როდესაც “ლივერპულისა” და მადრიდის “რეალის” ლეგენდების მონაწილეობით გასამართი საქველმოქმედო მატჩი აიღებს სტარტს.
“ლივერპულის” მე-8 ნომერთან ერთად, ამ მატჩში კლუბის ისეთ ვარსკვლავებსაც ვიხილავთ, როგორებიც არიან: იან რაში, გარი მაკკალისტერი, ლუის გარსია, აგერი, ჯეიმი კარაგერი და სხვანი.
“მოუთმენლად ველი ამ საქველმოქმედო მატჩს. “ენფილდს” ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ექნება გამოყოფილი ჩემს გულში. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ დიდებულ სტადიონზე თამაშის შანსი კიდევ ერთხელ მომეცა,” – აცხადებს ინგლისელი.