სტივენ ჯერარდი: “მიყვარს რუსეთში სტუმრობა და მიყვარს არაყი”
“ლივერპულის” ლეგენდამ და “რეინჯერსის” მთავარმა მწვრთნელმა, სტივენ ჯერარდმა, პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ უყვარს რუსეთში სტუმრობა და ამავდროულად არაყიც.
– ალბერტ რიერა, თქვენი ყოფილი პარტნიორი “ლივერპულში”, ციმბირში ცხოვრობს, ძალიან უყვარს თოვლი და სვამს კიდეც. რა უნდა მოხდეს, ჯერარდი რუსეთს რომ ეწვიოს?
– არაყი ძალიან მიყვარს, თუმცა მცირე დოზით. ერთი პატარა ჭიქაც მისაღებია. რუსეთი ძალიან ლამაზი ქვეყანაა, მომწონს როგორ ქომაგობენ ფანები თავიანთ საყვარელ გუნდებს. მათ ძალიან საინტერესო ჩემპიონატი აქვთ, თუმცა ახლა, გლაზგოში, თავს ბედნიერად ვგრძნობ.
მიყვარს რუსეთში სტუმრობა, ყოველთვის გულთბილად მხვდებიან. რუსულ ფეხბურთს დიდ პატივს ვცემ – ასე რომ, სავსებით შესაძლებელია, რომ ოდესმე რუსეთში გადავიდე.
– თუ “ზენიტი” სეზონის ბოლოს 10 მილიონ ფუნტს შემოგთავაზებთ, რუსეთში გადახვალთ?
– რა თქმა უნდა, ჩემთვის მთავარი თანხა არ არის. უპირველესად, მსურს, რომ ჩემი შესაძლებლობების რეალიზება მოვახერხო, მოვიგო და განვვითარდე. მომდევნო 10, 15 ან 20 წელს მწვრთნელობას მივუძღვნი. გამარჯვებების წყურვილი ჩემთვის მოტივაციის მთავარ ფაქტორს წარმოადგენს.