სტივსონი: ‘ყველა ამბობდა, რომ ოქროს მედალს გენო მოიპოვებდა, მაგრამ ეს მე შევძელი’
აშშ-ის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, გეიბლ სტივსონმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, სტივსონმა 125კგ წონითი კატეგორიის ფინალში გენო პეტრიაშვილს გადამწყვეტი ქულები ბოლო წამებში აუღო და გამარჯვება ასე მოიპოვა.
“ახლა უფრო მეტი ადამიანი გამიცნობს. მინდა, ამ მომენტით ვისიამოვნო. ამ ოქროს მედალმა დიდი შესაძლებლობებისკენ გამიხსნა გზა, ახლა მთელი მსოფლიო გამიცნობს. აქ 21 წლის კაცი მოვედი და უმაღლეს დონეზე ვიჭიდავე. რას ვაპირებ? სახლში წასვლას, სტეიკის მირთმევას ან რაღაც მსგავსს.
როცა გენო პეტრიაშვილი წავაქციე, დავინახე, რომ შეხვედრის დასრულებამდე 10 წამი რჩებოდა. ამის შემდეგ მსაჯმა ჩასტვინა, გავიფიქრე, რომ ან რაღაც უნდა გამეკეთებინა ან მომკვდარიყავი. ვერც კი აღვწერ ემოციებს. ვიცოდი, რომ რაღაც სიგიჟე უნდა გამეკეთებინა. ყველა ამბობდა, რომ ოქროს მედალს ჩემი მეტოქე მოიპოვებდა, მაგრამ ეს მე მოვახერხე”, – ციტირებს სტივსონის სიტყვებს USA TODAY.