“სტოკ სიტის” თავდამსხმელმა ბერაჰინომ 2,5 წლის შემდეგ პირველად გაიტანა
“სტოკ სიტისა” და “ჰადერსფილდის” მონაწილეობით გამართული სათასო დაპირისპირება განსაკუთრებით მნიშვენლოვანი აღმოჩნდა საიდო ბერაჰინოსთვის, რომელსაც საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე არ ჰქონდა გოლი გატანილი.
25 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ამპლუით თავდამსხმელი გახლავთ, ზემოთ აღნიშნული მატჩის ანგარიში მეორე ტაიმში გახსნა. ეს მისთვის პირველი გოლი გახლდათ 2016 წლის თებერვლის შემდეგ. მაშინ ეს უკნასკნელი “ვესტ ბრომის” ღირსებას იცავდა.
საიდო ბერაჰინოს უგოლო სერია 2,5 წელიწადში (913 დღე) ჩატარებულ 48 მატჩს მოიცავდა.
913 – Stoke City's Saido Berahino has scored his first club goal in 913 days since he scored for West Brom against Crystal Palace in February 2016, ending a run of 48 matches without scoring in all competitions. Finally. #CarabaoCup
— OptaJoe (@OptaJoe) August 28, 2018