“სტოკის” მცველი: “ჩემი სანაკრებო კარიერა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დაასრულა”
“სტოკ სიტის” მცველი, რაიან შოუკროსი აცხადებს, რომ მისი სანაკრებო კარიერა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შეიწირა.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 14 ნოემბერს შვედეთის ნაკრებმა საკუთარ მოდანზე ინგლისის მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:2 დაამარცხა. რაიან შოუკროსი თამაშში 74-ე წუთზე ჩაერთო, იბრამ კი ოთხიდან სამი გოლი სწორედ ამის შემდეგ გაიტანა.
“ოჯახში მეხუმრებიან, რომ ჩემი სანაკრებო კარიერა ერთმა ადამიანმა დაასრულა. ისინი ზლატან იბრაჰიმოვიჩს გულისხმობენ. ათი წუთი მქონდა იმისათვის, რომ მეჩვენებინა, თუ რა შემეძლო. სამწუხაროდ, კარგი თამაში არ გამომივიდა.
მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი უნდა შემეჩერებინა, მან კი სწორედ იმ მომენტში გაიბრწყინა, როცა მე მოედანზე გამოვჩნდი”, – ციტირებს რაიან შოუკროსის სიტყვებს ბრიტანული გამოცემა “ტელეგრაფი”.