სტოუნზი “მანჩესტერ სიტისა” და “რეალის” მატჩს დაესწრო
“მანჩესტერ სიტისა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართულ დაპირისპირებას “ევერტონის” ფეხბურთელი, ჯონ სტოუნზიც დაესწრო, რომელსაც კარგა ხანია, რაც მანჩესტერულ გრანდში გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.
როგორც იცით, ზაფხულში “ეტიჰად სტედიუმზე” პეპ გვარდიოლა დაბანაკდება, რომლისთვისაც 21 წლის მცველი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე გახლავთ.
მანჩესტერული კლუბის გარდა ჯონ სტოუნზის გადაბირებით ლონდონის “ჩელსიც” ინტერესდება, მეტიც ისინი საკმაოდ ახლოს იყვნენ ინგლისელის გადაბირებასთან, თუმცა მცირე შეფერხებამ ეს ტრანსფერი მთლიანად ჩაშალა.