“სწორედ ეს მოეწონა სანიოლს ვოლკოვში ყველაზე მეტად”
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელის ასისტენტმა ზურაბ ხიზანიშვილმა დავით ვოლკოვის შესახებ ისაუბრა.
“ვილიმაც თქვა, ჩემ თავზე ნაწყენი ვიყავიო, მეც ვიყავი ჩემ თავზე ნაწყენი. დათო ჩვენ გვყავდა გაფართოებულ სიაში პირველი დღიდან, რადგან ჩვენთან არცერთ ფეხბურთელს არ აქვს ხაზი გადასმული. სად არის ხაზგადასასმელი ფეხბურთელი. მოხდა ისე, რომ პირველ შეკრებებზე ვერ და როცა ბოლოს მიქაუტაძე ამოგვივარდა ტრავმის გამო. ხელსაყრელი მომენტი იყო გამოძახებისთვის. წინა ტურში ჰეთრიკი ჰქონდა ვოლკოვს გაკეთებული, მანამდეც არ დაუკლია გოლები. დავსხედით, 15 წუთი ვისაუბრეთ, გადავავლეთ თვალი როგორი გოლებიც შეაგდო და ძალიან ესიამოვნა ვილის. პირველი რაც შეამჩნია ის იყო, რომ ქართველი თავდასხმელია, რომელიც ზურგს უკან იხსნება და არა სულ ფეხში ითხოვს. ძალიან ათლეტური ბიჭია, ამის მაჩვენებელი მისი ნახტომიც იყო, როგორ ეცემა შვედი ფეხბურთელი და როგორ დათო. ასე უნდა გააგრძელოს, კიდევ უფრო უნდა მოუმატოს და ყველაფერი იქნება”, – განაცხადა ხიზანიშვილმა.
ვოლკოვი 26 წლისაა და ბოლო 2 წელია აზერბაიჯანში თამაშობს. იყოს “გაბალას” წევრი და ახლა “ზირასთვის” უტევს. სიმაღლეში 1.85მ-ია.