სტურარო თვენახევარს გამოტოვებს

თარიღი: ივლისი 5, 2016

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ”იუვენტუსის” ნახევარმცველმა სტეფანო სტურარომ ტრავმა მიიღო და თვენახევარს გამოტოვებს.

როგორც იცით, მეოთხეფინალურ მატჩში, სადაც გერმანიის და იტალიის ეროვნული ნაკრებები უპირისპირდებოდნენ, სტურარომ 120 წუთი ჩაატარა. შეხვედრის შემდეგ, ”სკუადრა აძურას” ექიმებმა განაცხადეს, რომ 23 წლის ფეხბურთელმა მუხლის დაზიანება მიიღო.

La Gazzetta dello Sport-ის თანახმად, სტეფანოს აღდგენისთვის დაახლოებით 30-45 დღე დასჭირდება და შესაბამისად, წინასასეზონო მომზადების ვარჯიშებს გამოტოვებს.

ცნობისთვის, გასულ სეზონში სტურარომ ”იუვენტუსის” მაისურით 28 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები