სუარესი: “ბალოტელის იოლი პერიოდი არ უდგას”
“ბარსელონას” თავდამსხმელმა ლუის სუარესმა, რომელიც მანამდე “ლივერპულის” ღირსებას იცავდა, მერსისაიდული გუნდის თავდასხმელის, მარიო ბალოტელის შესახებ ისაუბრა.
“მარიოს დიდ კლუბებში უთამაშია და დამტკიცებული აქვს, რომ შესანიშნავი ფეხბურთელია.
ადვილი არ არის “მანჩესტერ სიტიში” თავის დამკვიდრება და შემდეგ ინგლისში დაბრუნება. მას ახლა იოლი პერიოდი არ უდგას, თუმცა მაინც ჩინებული მოთამაშეა”, – სუარესის სიტყვებს “ასი” ციტირებს.
მარიო ბალოტელიმ მიმდინარე სეზონში “ლივერპულის” ფორმით ყველა ტურნირზე ერთად 21 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ სამი გოლი გაიტანა.