სუარესი: “ბარსელონასგან” მეტ პატივისცემას ვიმსახურებდი”
მადრიდის “ატლეტიკოს” ურუგვაელმა ვარსკვლავმა, ლუის სუარესმა, პრესასთან საუბრისას კიდევ ერთხელ გამოთქმა უკმაყოფილება “ბლაუგრანას” ხელმძღვანელების მიმართ.
“ძალიან მაწუხებს ის ფაქტი, რომ “ბარსელონადან” ასაკში ყოფნის გამო გამომიშვეს. მითხრეს, რომ მაღალ დონეზე თამაშს ვეღარ შევძლებდი. ეს ძალიან არ მესიამოვნა.
სამი ან ოთხი სეზონი არაფერი რომ არ მეკეთებინა, მაშინ გავიგებდი მათ გადაწყვეტილბას. მაგრამ ყოველ წელს მინიმუმ 20 გოლი გამქონდა. ყოველთვის კარგი სტატისტიკა მქონდა და მხოლოდ მესის ჩამოვრჩებოდი.
დღეს ვხედავთ, რომ “ბარსელონაში” თამაში ადვილი არ არის. ბევრი ფეხბურთელი, რომელიც კლუბმა იყიდა, მათი მოლოდინების გამართლებას ვერ ახერხებს. მე კი ექვსი წელი ვთამაშობდი “ბარსელონას” და დონეს ყოველთვის ვაკმაყოფილებდი.
კლუბს ცვლილებები სჭირდებოდა და მე ეს მივიღე. თუმცა გამაღიზიანებელი იყო ამის გაკეთების ფორმა. მეტ პატივისცემას ვიმსახურებდი,” – აცხადებს ლუის სუარესი.