სუარესი: “ბოლო წუთზე მოგება უფრო ტკბილია”
დღეს პრიმერა დივიზიონის მეცხრე ტურის შეხვედრები გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში “ვალენსიამ” “ბარსელონა” მიიღო და კატალონიურ გიგანტთან, ანგარშით, 2-3 დამარცხდა. “ბლაგურნამ” მეორე ტაიმის მეოთხე დამატებით წუთზე ლეო მესის მიერ გატანილი პენალტით მოიპოვა სამი ქულა.
შეხვედრის შემდეგ ლუის სუარესმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“დღევანდელ მატჩში დამტკიცდა, თუ რატომ ვართ წლევანდელი სეზონის ლა ლიგის ერთ-ერთი ფავორიტები. ვიბრძოლეთ, ყველანაირად ვეცადეთ წარმატების მიღწევას და, საბოლოოდ, სამი ქულა მოვიპოვეთ. ეს დიდ მუხტს მოგვცემს და მომდევნო მატჩებში დაგვეხმარება.”
“ბოლო წუთზე მოგება უფრო სასიამოვნოა,” – განაცხადა “ბარსელონას” ურუგვაელმა ფორვარდმა.