სუარესი და ტორესი ენფილდზე ბრუნდებიან
29 მატს “ენფილდ როუდზე” საქველმოქემდო მატჩი შედგება, რომლის ფარგლებშც ერთმანეთს სტივენ ჯერარდის და ჯეიმი კარაგერის გუნდების წარსდგებიან.
მატჩში მონაწილეობა უკვე დაადასტურეს “ლივერპულის” ყოფილმა მოთამაშეებმა. ესენი არიან: ლუის სუარესი, ფერნანდო ტორესი, დირკ კიუიტი, პეპე რეინა და ჩაბი ალონსო. მათთან ერთად მოედანზე ტიერი ანრი, ჯონ ტერი და დიდიე დროგბაც გავლენ.
შეხვედრაში “ლივერპულის” ის მოთამაშეებიც მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც ამ პერიოდში საკუთარი ქვეყნების ეროვნულ ნაკრებებში არ იქნებიან გამოძახებულები. გუნდების მწვრთნელების ვინაობა კი უახლოეს მომავალში დასახელდება.
მატჩიდან შემოსული თანხა “ლივერპულის” ფონდზე და სამკურნალო ორგანიზაციებზე გადანაწილდება.