სუარესი: “დამიძახეთ: სიმულიანტი, მკბენარი, მაგრამ არა რასისტი”
“ბარსელონას” ფორვარდი ლუის სუარესი ამტკიცებს, რომ სამი წლის წინ ხალხმა პატრის ევრასთან დაკავშირებული ინციდენტი არასწორად გაიგო.
ურუგვაელი “იუნაიტედის” ყოფილი მცველის, პატრის ევრას წინააღმდეგ გაკეთებული შეურაწმყოფელი განცხადებების გამო რვამატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.
“დამიძახეთ: სიმულიანტი, მკბენარი, მაგრამ არა რასისტი, რადგან არ ვარ. მე მივიღე რვამატჩიანი დისკვალიფიკაცია, მას შემდეგ ყველა რასისტად მიხსენიებს. ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა.”
“ეს ძალიან სამწუხაროა, არა მარტო იმიტომ ,რომ ჩემს ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. ჩემი მეუღლე ძალიან განიცდის, როდესაც ჩემს წინააღმდეგ ბრალდებები ესმის. ალბათ ხალხს ეს ჩემი შვილების გაზრდამდე არ დაავიწყდება.”
“გამოვიყენე მე პატრის ევრასთან საუბარში ესპანური სიტყვა “negro” ? დიახ, მაგრამ ეს ესპანური იყო და არა ინგლისური. მე არ ვარ რასისტი.”–ციტირებს Goal.com სუარესის სიტყვებზე