სუარესი: „კარიერაში მხოლოდ ორი შეცდომა მაქვს დაშვებული“
„ლივერპულის“ ურუგვაელმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა განაცხადა, რომ მთელი კარიერის განმავლობაში მხოლოდ ორი შეცდომა აქვს დაშვებული.
„მთელ კარიერაში მხოლოდ ორი შეცდომა დავუშვი. პირველი შეცდომა ამსტერდამის „აიაქსში“ თამაშის პერიოდში მომივიდა, როდესაც მეტოქეს ვუკბინე. მეორე შეცდომა მაშინ დავუშვი, როდესაც ბრანისლავ ივანოვიჩს ვუკბინე.
აი, ეს ორი შეცდომა დავუშვი კარიერის განმავლობაში. უკვე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ ამ შემთხვევების გამო ძალიან ვწუხვარ. რაც შეეხება პატრის ევრასთან მომხდარ ინციდენტს, ეს ტყუილია. ბრალდებულად მტკიცებულების გარეშე გამომაცხადეს. რაც მოხდა, მოხდა.
გავიზარდე. სანამ რამეს გავაკეთებ, უფრო მეტს ვფიქრობ. ახლა ცუდს აღარაფერს ვაკეთებ და ინგლისში ჩემზე სალაპარაკოც აღარ აქვთ. ახლა უნდა შემაფასონ, როგორც მხოლოდ ფეხბურთელი“, – ციტირებს სუარესის სიტყვებს ბრიტანული პრესა.
ბექა დოგრაშვილი