სუარესი: “ნეტავ, მესის “ფლეისთეიშენის” დრიბლინგის განხორციელების შემდეგ, თვითონ გაეტანა გოლი”
18 დეკემბერს პრიმერა დივიზიონის მე-16 ტურში კატალონიის “ბარსელონა” “ესპანიოლს” დაუპირისპირდა. ერთ-ერთ მომენტში ლიონელ მესიმ შესანიშნავი მომენტი შესთავაზა მაყურებელს: მან რამდენიმე მეტოქე მოატყუა და მარცხენა ფეხით დაარტყა კარში, თუმცა გატანა ვერ შეძლო. დამატებაზე იქვე მდგომმა სუარესმა იმარჯვა და მეტოქის კარის ბადეც შეარხია.
შეხვედრის შემდეგ ურიგვაელმა ფორვარდმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და გაანცხადა, რომ ისურვებდა, იმ მომენტში მესის დაესრულებინა დრიბლინგი გოლით.
“ნეტავ, მესის “ფლეისთეიშენის” დრიბლინგის განხორციელების შემდეგ, თვითონ გაეტანა გოლი. ის მომენტი თავიდან ბოლომდე შესანიშნავი იყო, ინიესტას პასით დაწყებული, გოლით დასრულებული.”
“მესის მოძრაობებს სათანადოდ ვერ შევაფასებ. ასეთი რამის გაკეთება მხოლოდ გენიალურ ფეხბურთელებს შეუძლიათ,” – განაცხადა ლუის სუარესმა.