სუარესი: “ორი წელია ვამბობ, რომ გუნდს ახალი თავდამსხმელი სჭირდება”
კატალონიის “ბარსელონას” ვარსკვლავური თავდამსხმელი ლუის სუარესი პრესასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ საკმაოდ დიდი ხანია, რაც გუნდში ახალი თავდამსხმელის ყოფნის საჭიროებას ხედავს. შეგახსენებთ, რომ “ბლაუგრანას” ყველაზე ხშირად “ინტერის” შემტეივს, ლაუტარუ მარტინესის, ტრანსფერთან აკავშირებენ.
“ლაუტარო ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. ის იტალიაში თავის მეორე სეზონს ატარებს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ დიდებულ ფეხბურთს აჩვენებს.
თუმცა გადაწყვეტილებებს ფეხბურთელები არ იღებენ. ორი წელია ვამბობ, რომ გუნდს ახალი თავდამსხმელი სჭირდება. ახალწვეულმა ადაპტაციის პერიოდი უნდა გაიაროს და ჩემი დაწყებული საქმე გააგრძელოს.
კრიტიკა? ხალხი მაშინ გაფასებს, როდესაც უკვე წასული ხარ. ფეხბურთელების მოსვლის წინააღმდეგი საერთოდ არ ვარა. ჯანსაღი კონკურენცია ყოველთვის სასარგებლოა,” – აცხადებს ურუგვაელი თავდამსხმელი.