სუარესი: “რონალდუსა და მესის ეპოქაში ორი ოქროს ბუცი მოვიგე და ამით უნდა ვამაყობდე”
მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა TVE1-თან ინტერვიუში საკუთარ თავზე ისაუბრა.
34 წლის ფეხბურთელის განცხადებით, ის უნდა ამაყობდეს იმით, რომ მესისა და რონალდუს ეპოქაში ოქროს ბუცის ორჯერ მოპოვება მოახერხა.
“მე ვარ ის, ვინც საფეხბურთო ელიტაში მოსახვედრაში ბევრი იბრძოლა, ეს რთული გზის გავლით მოვახერხე. ყოველთვის ვამბობ: კრიშტიანო რონალდუსა და ლიონელ მესის ეპოქაში ორი ოქროს ბუცი მოვიგე და უნდა ვამაყობდე იმით, რომ მათ სტატისტიკურ მონაცემებში ვაჯობე. ეს ჯილდო ადამიანების მხრიდან ხმის მიცემით არ მომიპოვებია, რაც მას კიდევ უფრო ღირებულს ხდის.
როცა ლეო ვერ თამაშობდა, “ბარსელონაში” პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. “რეალის” წინააღმდეგ მატჩში მესი არ გვყავდა, მე კი სამი გოლი გავიტანე. მსგავსი ვითარება იყო “ლივერპულში”, როცა გუნდს ლეგენდა სტივენ ჯერარდი დააკლდა. “აიაქსის” კაპიტანი 21-22 წლის ასაკში გავხდი.
“ატლეტიკოში” მაშინ გადავედი, როცა ხალხს მიაჩნდა, რომ ჩემი რეგრესი დაიწყო, ამით უნდა ვამაყობდე. ეს იყო ჩემი ამბიციურობისა და იმის წარმოჩინება, რომ გამარჯვებები არ მომბეზრებია. მინდოდა ისეთ კლუბში გადავსულიყავი, სადაც განვითარებას ისევ შევძლებდი”, – განაცხადა სუარესმა.