სუარესმა „ლივერპული“ 25 მილიონით აზარალა

თარიღი: ივლისი 15, 2014

როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე იტალიისა და ურუგვაის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას ლუის სუარესმა ჯორჯო კიელინის მხარზე უკბინა, რის გამოც ფიფამ ურუგვაელი თავდამსხმელი ოთხთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. სუარესს ოთხი თვის განმავლობაში ყველანაირი საფეხბურთო საქმიანობა აკრძალული აქვს.

ამ გახმაურებულმა ინციდენტმა ინგლისური „ლივერპული“ 25 მილინი ფუნტით აზარალა.

ბრიტანული „დეილი მეილის“ ცნობით, მერსისაიდული კლუბი სუარესს 100 მილიონ ფუნტად აფასებდა. 27 წლის ფეხბურელის მიმართ სერიოზულ დაინტერესებას იჩენდნენ მადრიდის „რეალი“ და „ბარსელონა“. მუნდიალზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ „ლივერპულმა“ სუარესის ღირებულება 75 მილიონ ფუნტამდე შეამცირა. საბოლოო ჯამში, ურუგვაელი ფეხბურთელი კატალონიურ გუნდში გადავიდა.

სუარესი „ბარსელონას“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი იქნება. ურუგვაელი ფეხბურთელი კატალონიურ კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს ამ კვირაში მოაწერს ხელს. სუარესი კვირაში 200 ათას ფუნტს მიიღებს, რაც მხოლოდ ლიონელ მესის, ნეიმარის და ანდრეს ინიესტას ჯამაგირს ჩამოუვარდება.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ კონტრაქტში სპეციალური პუნქტი ჩაიწერება, რომლის თანახმადაც, თუ სუარესი კიდევ ეცდება ვინმეს კბენას, მისი ხელფასი 30 პროცენტით (წელიწადში 3 მილიონი) შემცირდება.

სხვათა შორის, სუარესის დისკვალიფიკაციაზე კომენტარი გააკეთა ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ურუგვაელი ფეხბურთელის მიმართ მეტად მკაცრი ზომები გატარდა.

„სადისციპლინო სანქციები დამოუკიდებელ ორგანოს გამოაქვს. ადრე ამას აღმასრულებელი კომიტეტი აკეთებდა. ახლა ასეთ საკითხებზე სულ სხვა ხალხი მუშაობს. ვთვლი, რომ სუარესს მკაცრი სასჯელი გამოუტანეს. როგორც ადამიანი და გულშემატკივარი, ფეხბურთელს თანაგრძნობას ვუცხადებ, მაგრამ როგორც ფიფას პრეზიდენტი, მე ვიღებ ამ გადაწყვეტილებას. მჯერა, რომ სუარესი დაბრუნდება და კვლავ გვიჩვენებს თავის დონეს. ის მართლაც საოცარი მოთამაშეა“, – განაცხადა ბლატერმა.

 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გიორგი არაბიძეს 3-4 თვე გაუცდება

თურქული “ადანასპორის” 21 წლის ნახევარმცველს, გიორგი არაბიძეს ტრავმის გამო 3-4 თვე გაუცდება. არაბიძემ კოჭის ტრავმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს – საფეხბურთო სამყარო კვლავ გაერთიანდა

ცხინვალის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაჭერილი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას საფეხბურთო სამყაროც შეუერთდა. თბილისის “დინამოს...
წაკითხვა
ფეხბურთი

კასილასი: “უეფამ საკუთესოდ ვან დეიკი დაასახელა, ფიფამ – მესი. კრიტერიუმები ალო

“პორტუს” კიპერმა იკერ კასილასმა ფიფასა და უეფას ინდივიდუალური ჯილდოების შესახებ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა. ესპანელი აღნიშნავს, […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტონი კროოსის ლამაზი გოლი ბელორუსის კარში (ვიდეო)

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, გერმანიისა და ბელორუსის ნაკრებებს შორის მიმდინარე მატჩის 55-ე წუთზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სან მარინოს ნაკრებმა ბოლო ორი წლის მანძილზე პირველი გოლი გაიტანა – ფეხბურთელების ემო

16 ნოემბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სან მარინოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ყაზახეთი მიიღო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ქვილითაია: “დარწმუნებული ვარ, წინ მეტი სიხარული იქნება!”

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი ქვილითაიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. 26 წლის ფეხბურთელმა გულშემატკივრებს მადლობა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

გრიზმანის ექს-აგენტი: “ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც დაგეგმილი იყო”

“ბარსელონას” ახალწვეულის, ანტუან გრიზმანის, ყოფილმა აგენტმა ერიკ ოლატსმა ფრანგი ფეხბურთელის ამჟამინდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით საკუთა...
წაკითხვა
ფეხბურთი

გრანიტ ჯაკას პოსტი სოციალურ ქსელში საქართველოსთან მატჩის შემდეგ (ფოტო)

შვეიცარიის ნაკრების ნახევარმცველმა, გრანიტ ჯაკამ საქართველოს ნაკრებთან მოგებული მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. ბრიტანული […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ქართველობა ძნელია, მაგრამ აუცილებელი” – ლუკა გუგეშაშვილი

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების კაპიტანმა, ლუკა გუგეშაშვილმა საფრანგეთის ნაკრებთან 3-2 წაგების შემდეგ სოციალურ ქსელში საინტერესო კომენტარი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბენზემა: “თუ საფრანგეთის ნაკრებში არ მიწვევთ, სხვა გუნდში თამაშის ნება მომეცით”

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ნოელ ლე გრეს უპასუხა. ამ უკანასკნელმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ალონსო “რეალიდან” “ბაიერნში” გადასვლაზე: “პეპის საიდუმლოებებ

მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა ჰავბეკმა, ჩაბი ალონსომ, “ბაიერნში” გადაბარგების მიზეზზე საუბრისას ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ძმები აზარების გაბრწყინება – ბელგიამ რუსეთი გაანადგურა (ვიდეო)

16 ნოემბერს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის I ჯგუფის ორი ლიდერი დაუპირისპირდა ერთმანეთს. როგორც მოსალოდნელი იყო, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბატშუაის სტილი: მანიკურები თითებზე ტატუების ნაცვლად (ფოტო)

მიში ბატშუაიმ ოქტომბრის თვეში საკმაოდ კარგად შეძლო საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა ლონდონის “ჩელსიში”. მან პრემიერ ლიგაში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ შეასრულეს იტალიის ნაკრების ფეხბურთელებმა საჯარიმო მალტასთან მატჩში (ვიდეო)

12 ნოემბერს, იტალიის ქალთა ნაკრებმა მალტა 5:0 დაამარცხა. შეხვედრაში დუბლი გაიფორმა ვალენტინა კერნოიამ. აღსანიშნავია მის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტიაგო სილვა: “მესი მსაჯებსაც აკონტროლებს”

ბრაზილიის ნაკრების მცველმა, ტიაგო სილვამ არგენტინასთან განცდილი მარცხის შემდეგ ლიონელ მესი გააკრიტიკა. როგორც იცით, 15 […]...
წაკითხვა